---
title: "მუხლი 7. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებები და ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის გაფართოება — „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/7"
law: "„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ"
article: "7"
identifier: "20"
adopted: "2008-09-18"
consolidated_as_of: "2021-06-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2021-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებები და ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის გაფართოება — „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2021-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2021-07-01.
> Cite as: „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2021-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/7

1. გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის სიხშირე, ძაბვა და სხვა პარამეტრი უნდა შეესაბამებოდეს ელექტროენერგიის სექტორში მოქმედ ნორმებს და სახელ­მწიფო სტანდარტებს. ელექტროენერგიით მომარაგებისას განაწილების ლიცენზიატი პასუხისმგე­ბელია ელექტროენერგიის იმ პარამეტრებზე, რომლის გამოსწორება ან შეცვლა შესაძლებელია მის მიერ.

2. ამ წესების შესაბამისად განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ფლობდეს ელექტროენერგიის გამანაწი­ლებელ ქსელს და მის შემადგენელ ელექტრო­დანადგარებს, მათ შორის, გაზომვის საშუალებებს (მრიც­ხველებს) და სხვა სახის ელექტრო­მოწყობი­ლობებს, იგი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმა­რებე­ლის ელექტრომომარაგება.

3. განაწილების ლიცენზიატის გამანაწილებელი ქსე­ლის გაფართოება, რეკონსტრუქცია, შეკეთება, ელექტროდანადგარების ან/და მოწყობილობების დამონტაჟება-მიერთება, ექსპლუატაციიდან გამოყვანა ან ჩართვა, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ განაწილების ლიცენზიატის მეშვეობით.

4. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ თანხა გადახდილია განაწილების ლიცენზიატისთვის ელექტ­რო­ენერგიის მრიცხველის შესაძენად, ასევე, ელექტრო­ენერგიის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის, კეთილმოწყობის, ან/და გამანაწი­ლებელი ქსელის გაფართოებისთვის – მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ თანხის უკან დაბრუ­ნება ან შემდგომში მისი ანგარიშსწორებისას გაქვითვა (ეს პუნქტი არ ვრცელდება, თუ მომხმარებლის მიერ თანხა გადახდილია, ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებ­ლობით პირდაპირ განსაზღვრული მოთხოვნის შესაბა­მისად).

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/8.md
