---
title: "მუხლი 1. ზოგადი დებულებები — სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/80746-sasmeli-wqlis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/1"
law: "სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ"
article: "1"
identifier: "32"
adopted: "2008-11-26"
consolidated_as_of: "2025-11-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. ზოგადი დებულებები — სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2025-11-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/80746-sasmeli-wqlis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/1

1. სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები (შემდგომში – წესები) არეგულირებს სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს.

2. ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა წყალმომარაგებას ან/და სასმელი წყლის მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია.

3. მიმწოდებელი პასუხისმგებელია სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით მომხმარებელთა სათანადოდ მომსახურებასა და წყალმომარაგებაზე.

4. ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში.

4¹. ამ წესების მიზნებისათვის ტერმინები „მიმწოდებელი“ და „წყალმომარაგების ლიცენზიატი“ – გულისხმობს ყველა იმ პირს, ვისაც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 24–ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და 39 1 მუხლის შესაბამისად, მიღებული აქვს წყალმომარაგების ლიცენზია.

5. ამ წესებით დადგენილი შემთხვევების გარდა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისიის) წინასწარი ნებართვის გარეშე იკრძალება მომხმარებელთა სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა.

6. ნებისმიერ პირს, თუ კი ირღვევა მისი უფლებები, უფლება აქვს შეიტანოს საჩივარი კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველთან, კომისიაში ან მიმართოს სასამართლოს. მას ასევე უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით მოსთხოვოს დამრღვევს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეულ იქნა ამ წესებით გარანტირებული უფლებების დარღვევით ან/და დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობით.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №10 - ვებგვერდი, 02.09.2013 წ.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/80746-sasmeli-wqlis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/2.md
