---
title: "მუხლი 16. ღია (საჯარო) ინფორმაცია — სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/80746-sasmeli-wqlis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/16"
law: "სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ"
article: "16"
identifier: "32"
adopted: "2008-11-26"
consolidated_as_of: "2025-11-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. ღია (საჯარო) ინფორმაცია — სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2025-11-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/80746-sasmeli-wqlis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/16

1. მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების ცენტრებში ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) არსებული და დაგეგმილი მომსახურების სახეების და შეღავათების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) წყალმომარაგების ტარიფის და მასთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ;
გ) აბონენტის ბრუნვის ისტორიის და განცხადებებზე რეაგირების შესახებ;
დ) გასული წლის (წლების) საქმიანობის ანგარიში, ასევე მომავალი წლის სამუშაო გეგმისა და საინვესტიციო პროგრამის შესახებ;
ე) ინფორმაციის გავრცელების მედიასაშუალებების ჩამონათვალი (იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის მითითებით, რომლის შესახებაც იქნება ინფორმაცია გავრცელებული), სასმელი წყლით მომარაგების გეგმური და არაგეგმური წყვეტებისა და აღდგენის, ასევე დაწნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის) ჟურნალის ჩანაწერები;
ვ) წყალსატევებში წყალარინების ქსელიდან ჩამდინარე სითხის გამწმენდი სამუშაოებისა და გაწმენდილი სითხის საქართველოში მოქმედი სტანდარტების და ტექნიკურ რეგლამენტების მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღია (საჯარო) ინფორმაცია.
1 ​1 . თუ კომისიის აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული აბონენტის პირადი ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ აბონენტად რეგისტრირებული პირისათვის.

2. სასმელი წყლის მიმწოდებელი ვალდებულია ამ მუხლში მოცემული ინფორმაცია განათავსოს (გამოაცხადოს) ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე (მათ შორის, ოფიციალურ ვებგვერდზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში), ისე რომ არ მოხდეს სხვა პირის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება; გამოცხადებული ინფორმაციის განახლება უნდა მოხდეს მისი მიღებიდან უმოკლეს ვადაში (არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა) – ბოლო განახლების დროისა და თარიღის მითითებით.

3. მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების ცენტრებში თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ეს წესები, ასევე, ყველა ის აქტი თუ დოკუმენტი, რომელიც ეხება მომსახურებისა და ანგარიშსწორების საკითხებს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №17 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 14 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 25.02.2020 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/80746-sasmeli-wqlis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/80746-sasmeli-wqlis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/17.md
