---
title: "მუხლი 19¹. ტერიტორიულ გეგმარებით ზონაში ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემის განაშენიანება — სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/80746-sasmeli-wqlis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/19-1"
law: "სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ"
article: "19^1"
identifier: "32"
adopted: "2008-11-26"
consolidated_as_of: "2025-11-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19¹. ტერიტორიულ გეგმარებით ზონაში ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემის განაშენიანება — სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ, მუხლი 19¹ (consolidated as of 2025-11-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/80746-sasmeli-wqlis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/19-1

1. როდესაც ადგილი აქვს წყალმომარაგების სისტემაზე (სასმელი წყლის წყალმომარაგების ან/და წყალარინების სისტემაზე) ისეთი ობიექტების მიერთებას, რომლებიც მდებარეობენ სანიტარიული დაცვის ზონაში ან/და, სადაც დამტკიცებულია განაშენიანების რეგულირების გეგმა, ან კანონმდებლობა სავალდებულოდ ითვალისწინებს მისაერთებელი ობიექტის ტერიტორიაზე განაშენიანების გეგმის დამუშავებას, ასეთ შემთხვევაში, ამ ტერიტორიულ გეგმარებით ზონაზე აკრძალულია ახალი ობიექტების (ახალი მომხმარებლების) წყალმომარაგების სისტემასთან მიერთება, თუ ამავე დროს ადგილი აქვს ერთდროულად ქვემოთ მოცემულ ყველა გარემოებას:
ა) აღნიშნულ ზონაში, უძრავ ქონებაზე (საცხოვრებელი სახლების/ბინების, საწარმოების ან სხვა ობიექტების) განთავსებული ან/და პროექტით გათვალისწინებული წყალმომარაგების ქსელის ექსპლუატაცია (მათ შორის, თუ ამ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული აბონენტების ინდივიდუალური მომსახურება) უნდა განახორციელოს წყალმომარაგების ლიცენზიატმა;
ბ) ადგილი აქვს ისეთი ტექნიკური პარამეტრებით მიერთების მოთხოვნას, რომელიც აშკარად არ შეესაბამება არსებულ წყალმომარაგების სისტემის საპროექტო მახასიათებლებს და არსებითი განახლების/განვითარების გარეშე (სასმელი წყლის წყალმომარაგების ქსელში დაწნევის ან გამტარუნარიანობის, ან/და წყალარინების ქსელის გამტარუნარიანობის ან ჩაღრმავების გაზრდის გარეშე)  არსებული წყალმომარაგების სისტემა ვერ უზრუნველყოფს ახალი მიერთებით მოთხოვნილი, მომხმარებლების მომარაგებისთვის საჭირო ტექნიკური პარამეტრების დაკმაყოფილებას;
გ) აღნიშნულ ზონაზე  წყალმომარაგების სისტემის მოწყობა ან/და არსებული სისტემის არსებითად განახლება არ არის გათვალისწინებული კომისიის მიერ შეთანხმებულ საინვესტიციო გეგმაში, ან ობიექტების წყალმომარაგების სისტემასთან მიერთება მოთხოვნილია საინვესტიციო გეგმაში, აღნიშნულ ზონაზე წყალმომარაგების სისტემის მოწყობა/რეკონსტრუქციის სამუშაოების დასრულების თარიღამდე.

2. თუ ადგილი აქვს სასმელი წყლის  წყალმომარაგების  ქსელიდან 75 მმ-ზე მეტი დიამეტრით მიერთების ან სიმძლავრის გაზრდის მოთხოვნას და 200 მეტრის რადიუსში არსებულ წყალმომარაგების ლიცენზიატის მფლობელობაში არსებულ ქსელში, არ არსებობს მოთხოვნილზე მეტი დიამეტრის მქონე სასმელი წყლის წყალმომარაგების ქსელი,  ამავე დროს, ქსელი მოწყობილია ნორმების დაცვით და ადგილი აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ გარემოებას, ასეთ შემთხვევაში აკრძალულია ამ ახალი ობიექტის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება ან წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული ობიექტის სიმძლავრის გაზრდა და მასზე გავრცელდება ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები.

3. ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების აკრძალვა ვრცელდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ ზონაში მდებარე მისაერთებელი ობიექტის წყალმომარაგების ქსელზე ინდივიდუალურად მიერთების მოთხოვნაზე (ამავე მუხლის პირობებისა და პროცედურების შესაბამისად).

4. ამ მუხლით გათვალისწინებული, ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების აკრძალვა მოქმედებს იქამდე, სანამ ტერიტორიულ გეგმარებით ზონაში ან მის ნაწილში მოეწყობა შესაბამისი წყალმომარაგების სისტემა და შევა ექსპლუატაციაში, ან მოიხსნება ამ მუხლით განსაზღვრული შემზღუდველი გარემოება, რის შემდგომაც ამ ზონაზე განთავსებული ობიექტ(ებ)ის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება განხორციელდება, წესების მე-18, 18
1
და მე-19 მუხლებით განსაზღვრული პირობების დაცვით.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების აკრძალვის შემთხვევაში, წყალმომარაგების სისტემის განაშენიანება შესაძლებელია შესრულდეს, წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების დაფინანსების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების საფასურის სანაცვლოდ, წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურების პირობით. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე უნდა შეიქმნას გეგმარებით გათვალისწინებული ობიექტ(ებ)ის წყალმომარაგების სისტემა (სასმელი წყლის წყალმომარაგების და წყალარინების სისტემა), განაშენიანების გეგმით გათვალისწინებული ახალი ობიექტ(ებ)ის ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ობიექტ(ებ)ის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების/სიმძლავრის გაზრდისა და ამ მიერთებისთვის საჭირო განშტოების მოწყობის გარდა.

6. ტერიტორიულ გეგმარებით ზონაზე, სადაც აკრძალულია ახალი მომხმარებლების მიერთება/სიმძლავრის გაზრდა, წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების საფასური განისაზღვრება შემდეგი წესით:
DF – ტერიტორიულ გეგმარებით ზონაზე წყალმომარაგების სისტემების განაშენიანების საფასური;
AC – ტერიტორიულ გეგმარებით ზონის ფარგლებში არსებული ობიექტების სრულყოფილი წყალმომარაგების სისტემების მოწყობის ჯამური ღირებულება;
n – ტერიტორიულ გეგმარებით ზონაზე  წყალმომარაგების სისტემებით მოსამარაგებელი ობიექტების რაოდენობა;
CF
k
– ტერიტორიულ გეგმარებით ზონაზე არსებული ცალკეული ობიექტ(ებ)ის (ახალი მომხმარებლების) მიერთების/სიმძლავრის გაზრდის საფასური, რომელიც განსაზღვრულია ამ წესების დანართი №3-ის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით;

7. იმ შემთხვევაში, თუ ტერიტორიულ გეგმარებით ზონაზე, სადაც აკრძალულია ახალი მომხმარებლების მიერთება, წყალმომარაგების სისტემის განაშენიანების პროექტით გათვალისწინებულია წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა ერთმანეთისგან იზოლირებულ ზონებად, ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების საფასური განისაზღვრება თითოეულ იზოლირებულ წყალმომარაგების სისტემაზე განცალკევებულად.

8. წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებაში ნათლად უნდა იყოს მოცემული მხარეთა ვალდებულებები, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა, წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების საფასური, შესრულების ვადები, ამ სამუშაოს შედეგად შექმნილი ქონების წყალმომარაგების ლიცენზიატის საკუთრებისა და ექსპლუატაციის საკითხი.

9. წყალმომარაგების ლიცენზიატს უფლება აქვს, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე ერთჯერადად მოსთხოვოს დაინტერესებულ პირს წყალმომარაგების სისტემის უზრუნველყოფისთვის საჭირო წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების საფასური, თუ მხარეები საფასურის გადახდის სხვა პირობებზე არ შეთანხმდნენ.

10. ტერიტორიულ გეგმარებით არეალში ან მის ცალკეულ ზონაში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა უნდა შესრულდეს წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. ამასთან, ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს, წყალმომარაგების ლიცენზიატის ვალდებულებას,  წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოების შეთანხმებულ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში განმცხადებელს დაუბრუნოს წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების საფასურის ის წილი, რა წილითაც სახელშეკრულებო ვადაზე მოხდა ვადის გადაცილება, მაგრამ არაუმეტეს ჯამური ღირებულების 100%-ისა.

11. წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების დაფინანსების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების საფასურის სრულად გადახდის სანაცვლოდ, წყალმომარაგების ლიცენზიატი უზრუნველყოფს წყალმომარაგების ერთიანი სისტემის მოწყობისთვის საჭირო ყველა სამუშაოსა და ხარჯს, მათ შორის, წყალმომარაგების სისტემის გაყვანას, საშუალებების შეძენას, საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს, მის შესრულებასთან დაკავშირებული თანხმობის ან ნებართვის მოპოვებას, ექსპლუატაციაში გაშვებას და ყველა სახის საჭირო მოქმედებას და სამუშაოს.

12. იმ ტერიტორიულ გეგმარებით ზონაში, სადაც აკრძალულია ახალი მომხმარებლების მიერთება/სიმძლავრის გაზრდა, წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა უნდა განხორციელდეს შემდეგი წესით:
ა) დაინტერესებულმა პირმა (ან პირთა ჯგუფმა) „წყალმომარაგების სისტემის მოწყობის მოთხოვნის შესახებ“ განაცხადით უნდა მიმართოს წყალმომარაგების ლიცენზიატს  და განაცხადს თან დაურთოს ტერიტორიულ გეგმარებით ზონაში გათვალისწინებული ყველა მისაერთებელი ობიექტისთვის საჭირო ჯამური და ინდივიდუალური წარმადობის შესახებ ინფორმაცია, ასევე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმა  და ტერიტორიულ გეგმარებით ზონაში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის დეტალური პროექტი (დადასტურებული შესაბამისი აკრედიტებული პირის/ორგანოს მიერ), რომელიც უნდა მომზადდეს წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ გაცემული წინასაპროექტო დოკუმენტის საფუძველზე. ამასთან, თუ ტერიტორიულ გეგმარებით ზონაში წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ გაცემული წინასაპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებულია ერთმანეთისგან იზოლირებული წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა, წყალმომარაგების ლიცენზიატისთვის შესაძლებელია წარდგენილ იქნეს წყალმომარაგების სისტემის მოწყობის დეტალური პროექტი, მხოლოდ რომელიმე კონკრეტული იზოლირებული წყალმომარაგების სისტემის მონაკვეთზე და გეგმარებით ზონაში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის ესკიზურ რუკასთან ერთად, ამ კონკრეტული ზონის მითითებით;
ბ) „წყალმომარაგების სისტემის მოწყობის მოთხოვნის შესახებ“ სრულყოფილი განაცხადის მიღებიდან ერთი თვის ვადაში წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია განმცხადებელს აცნობოს წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების საფასური, სადაც დეტალურად უნდა იყოს მოცემული ტერიტორიულ გეგმარებით ზონაში დაინტერესებული პირის მიერ დასაფინანსებელი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი წყალმომარაგების ერთიანი სისტემის პროექტი ვერ უზრუნველყოფს მითითებულ ზონაში არსებული ობიექტ(ებ)ის სასმელი წყლის მიწოდებისა და წყალარინების მომსახურების სტანდარტულ დონეზე გაწევის შესაძლებლობას, წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოსთხოვოს დაინტერესებულ პირს მასში ცვლილების შეტანა (აუცილებლობის შემთხვევაში);
გ) წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების საფასურის გადახდის შემდეგ, დაინტერესებული პირი უფლებამოსილია წერილობით მოსთხოვოს წყალმომარაგების ლიცენზიატს ერთი თვის ვადაში წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების დაფინანსების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება, სადაც ხელშეკრულებო ვადა უნდა იყოს, მოთხოვნილი სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო გონივრული ვადა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №33 - ვებგვერდი, 19.08.2022 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 15 ნოემბრის დადგენილება №44 - ვებგვერდი, 20.11.2023 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/80746-sasmeli-wqlis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/80746-sasmeli-wqlis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/20.md
