---
title: "მუხლი 20. მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგების აღდგენის ხარჯი — სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/80746-sasmeli-wqlis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/20"
law: "სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ"
article: "20"
identifier: "32"
adopted: "2008-11-26"
consolidated_as_of: "2025-11-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგების აღდგენის ხარჯი — სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2025-11-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/80746-sasmeli-wqlis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/20

1. წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის გადაუხდელობის, სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების, ასევე უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ან მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე ქსელიდან ჩახსნილ მომხმარებელს სასმელი წყლით მომარაგების აღდგენისათვის დაარიცხოს წყალმომარაგების ქსელიდან ჩახსნილი მომხმარებლის სასმელი წყლის მიწოდების აღდგენის საფასური.

2. სასმელი წყლით მომარაგების აღდგენის საფასური არ ასახავს ამა თუ იმ მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის ზუსტ ღირებულებას და მისი სიდიდე კომისიის მიერ განისაზღვრება პირობითად. მომხმარებლის მიერ გადახდილი ქსელიდან ჩახსნისა და აღდგენისთვის გაწეული ხარჯი, რომელიც მიმწოდებლისთვის წარმოადგენს შემოსავალს, გათვალისწინებულ იქნება წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშებისას.

3. ქსელიდან ჩახსნისა და აღდგენის ღირებულების დარიცხვა დაუშვებელია, თუ სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა არ გამომდინარეობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებებიდან, ხოლო მომხმარებლისათვის სასმელი წყლით მომარაგების უკანონოდ შეწყვეტის ან/და სხვა ფაქტორის გამო არასწორად დარიცხვის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეასწოროს დარიცხვის მონაცემები, მოახდინოს გადაანგარიშება და უფასოდ აღადგინოს მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგება.

4. მომხმარებლისთვის სასმელი წყლის მიწოდების აღდგენის საფასური დღგ-ის ჩათვლით განისაზღვრება 2 ლარის ოდენობით.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 ივლისის №11 დადგენილება - სსმ III, №91, 27.07.2010 წ., მუხ.1344
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №18 - ვებგვერდი, 09.08.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.06.2019 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 04.10.2021 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/80746-sasmeli-wqlis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/19-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/80746-sasmeli-wqlis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/21.md
