---
title: "მუხლი 23. წყალარინება — სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/80746-sasmeli-wqlis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/23"
law: "სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ"
article: "23"
identifier: "32"
adopted: "2008-11-26"
consolidated_as_of: "2025-11-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. წყალარინება — სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2025-11-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/80746-sasmeli-wqlis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/23

1. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს წყალარინება, წყალარინების ქსელისა და მისი შემადგენელი კოლექტორების მეშვეობით. მომხმარებელთან მიმართებაში წყალარინების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი.

2. წყალარინების განცალკევებული სისტემის არსებობისას მომხმარებელი ვალდებულია არ დაუშვას მის მფლობელობაში არსებული ტერიტორიიდან ატმოსფერული წყლების წყალარინების სისტემაში ჩაღვრა და წყალარინების სისტემიდან ჩამდინარე სითხის სანიაღვრე სისტემაში ჩაღვრა. ატმოსფერული ნალექები თვითდინებით უნდა მიემართებოდეს ქუჩისკენ ან სპეციალურად მოწყობილი წვიმმიმღებისკენ.

3. ჩამდინარე სითხის ჩაშვება წყალარინების ქსელში შესაძლებელია მხოლოდ სანიტარიული ნორმების გათვალისწინებით.

4. იქ, სადაც მოწყობილია წყალარინების გაერთიანებული სისტემა და ნებადართულია სახლისა და ეზოს ქსელში თოვლისა და წვიმის წყლების ჩაშვება, ეზოებში უნდა მოეწყოს წვიმმიმღები ჭები ცხაურებით.

5. წყალარინების ქსელში და მასთან შეერთებულ ჩამდინარე წყლების მიმღებ ნაგებობებში აკრძალულია მყარი ნარჩენების, 60 გრადუსზე მეტი ტემპერატურის მქონე ჩამდინარე წყლების, აგრეთვე, მჟავე და ტუტოვანი წყლების და ისეთი ქიმიური მინარევების ჩაშვება, რომლებსაც შეუძლიათ წარმოქმნან ფეთქებადი ნივთიერებები და მწყობრიდან გამოიყვანონ წყალარინების ქსელები და ნაგებობები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/80746-sasmeli-wqlis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/80746-sasmeli-wqlis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/24.md
