---
title: "მუხლი 4¹. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლების შეზღუდვა და ზედმეტად მიღებულის ლეგალიზაცია — სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/8122-sotsialuri-sheghavatebis-monetizatsiis-shesakheb/4-1"
law: "სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ"
article: "4^1"
identifier: "4"
adopted: "2007-01-11"
consolidated_as_of: "2024-01-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 4¹. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლების შეზღუდვა და ზედმეტად მიღებულის ლეგალიზაცია — სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ

> Text consolidated as of 2024-01-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ, მუხლი 4¹ (consolidated as of 2024-01-15), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/8122-sotsialuri-sheghavatebis-monetizatsiis-shesakheb/4-1

1. თუ ამ წესისა და პრინციპების მე-4 მუხლით განსაზღვრული პირი ერთდროულად არის ერთზე მეტი სტატუსის მქონე, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოეშობა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება ერთზე მეტი საფუძვლით, პირს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება აქვს მხოლოდ ერთი საფუძვლით – მისივე არჩევით.

2. (ამოღებულია – 20.03.2014, №246 ).

3. 2016 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად გაცემული საყოფაცხოვრებო სუბსიდია ლეგალიზებულად მიიჩნევა და დაბრუნებას არ ექვემდებარება.

4. (ამოღებულია – 20.07.2012, №276).

5. შეწყდეს ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებები ამ მუხლის მე-3 პუნქტით ლეგალიზებული საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დაბრუნების თაობაზე საქმეებზე.

6. 2016 წლის 1 დეკემბრამდე საყოფაცხოვრებო სუბსიდიიდან დაკავებული თანხა, აგრეთვე საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ზედმეტად გაცემის გამო შესაბამისი დავალიანების მქონე პირის მიერ ნებისმიერი სხვა ფორმით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 13 მარტის დადგენილება №61-სსმ III, №40, 17.03.2008წ; მუხ.448
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2 სექტემბრის დადგენილება №157-სსმ III, №109, 04.09.2009წ; მუხ.1247
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 4 ნოემბრის დადგენილება №201-სსმ III, №136, 04.11.2009წ; მუხ.1549
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №210-სსმ III, №141, 18.11.2009წ; მუხ.1643
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს დადგენილება №254-სსმ III, №103, 24.08.2010წ; მუხ.1545
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №276 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 16 აგვისტოს დადგენილება №210 – ვებგვერდი, 19.08.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 მარტის დადგენილება №246 – ვებგვერდი, 21.03.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 აპრილის დადგენილება №191 - ვებგვერდი, 13.04.2017წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/8122-sotsialuri-sheghavatebis-monetizatsiis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/8122-sotsialuri-sheghavatebis-monetizatsiis-shesakheb/5.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
