---
title: "მუხლი 5. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნისა და გაცემის წესი — სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/8122-sotsialuri-sheghavatebis-monetizatsiis-shesakheb/5"
law: "სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ"
article: "5"
identifier: "4"
adopted: "2007-01-11"
consolidated_as_of: "2024-01-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 5. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნისა და გაცემის წესი — სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ

> Text consolidated as of 2024-01-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2024-01-15), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/8122-sotsialuri-sheghavatebis-monetizatsiis-shesakheb/5

1. კომპეტენტური ორგანო შესაბამის რაიონებში ახდენს პირების იდენტიფიცირებას ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ბენეფიციარად.

2. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღები პირები, რომლებიც არ ითვლებიან სახელმწიფო პენსიის/სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებად და არ იმყოფებიან კომპეტენტურ ორგანოში აღრიცხვაზე, ვალდებული არიან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მიმართონ კომპეტენტურ ორგანოს და წარადგინონ:
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და რეგისტრაციის მოწმობის ასლები დედნებთან ერთად;
ბ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი საბუთი (დოკუმენტი).

3. კომპეტენტური ორგანოს უფლებამოსილი პირი პრეტენდენტის მიერ წარდგენილი საბუთების საფუძველზე ადგენს მის უფლებრივ საკითხს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების შესახებ.

4. საყოფაცხოვრებო სუბსიდია ჩაირიცხება საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გამცემი საბანკო დაწესებულების მიერ ბენეფიციარისათვის გახსნილ პირად ანგარიშზე.

5. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღები პირის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალებამდე მიუღებელი თანხა გაიცემა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

6. პირს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება წარმოეშობა შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის (სასამართლო გადაწყვეტილება, 9 აპრილის დარბევის მოწმობა და სხვ.) არსებობის შემთხვევაში, ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ან შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი ცნობის საფუძველზე.

6¹. სააგენტო უფლებამოსილია, ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ან შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის სანაცვლოდ ეკვივალენტურ დოკუმენტად მიიჩნიოს და შესაბამისი კატეგორიის პირებს საყოფაცხოვრებო სუბსიდია დაუნიშნოს ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონული ბაზის მონაცემების საფუძველზე, რაც სააგენტოს მიეწოდება სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ, ურთიერთშეთანხმებული ფორმატით, სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად.“.

7. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნა განხორციელდება პირის მიერ განაცხადის შეტანიდან მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

8. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ადმინისტრირებისას გამოიყენება სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში მიღებული ან/და წარმოებული მონაცემთა ბაზები.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის დადგენილება №308 – ვებგვერდი, 24.04.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 თებერვლის დადგენილება №58 – ვებგვერდი, 15.02.2019წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/8122-sotsialuri-sheghavatebis-monetizatsiis-shesakheb/4-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/8122-sotsialuri-sheghavatebis-monetizatsiis-shesakheb/6.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
