---
title: "მუხლი 8. გარდამავალი დებულება — სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/8122-sotsialuri-sheghavatebis-monetizatsiis-shesakheb/8"
law: "სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ"
article: "8"
identifier: "4"
adopted: "2007-01-11"
consolidated_as_of: "2024-01-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 8. გარდამავალი დებულება — სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ

> Text consolidated as of 2024-01-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2024-01-15), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/8122-sotsialuri-sheghavatebis-monetizatsiis-shesakheb/8

1. კომპეტენტურმა ორგანომ უზრუნველყოს 2007 წლის 1 იანვრიდან ამ წესის შესაბამისად განსაზღვრული საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობის ავტომატური დარიცხვა ამ წესით გათვალისწინებულ სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებული პირებისათვის, რომლებიც სარგებლობდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 9 თებერვლის №44/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ელექტროენერგიის შეღავათებით.

2. ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნა ხორციელდება ამ წესის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.

2¹. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ადმინისტრირება ამ წესითა და პრინციპებით დადგენილი დებულებების გათვალისწინებით , განხორციელდეს სახელმწიფო პენსიის ან/და სოციალური პაკეტის ადმინისტრირებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად .

2². ამ მუხლის 2 1 პუნქტით გათვალისწინებული დებულებები გავრცელდეს 2007 წლის 13 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

3. (ძალადაკარგულია – 08.04.2008, №91);

4. (ძალადაკარგულია – 08.04.2008, №91);

5. (ძალადაკარგულია – 08.04.2008, №91).

6. ამ წესის მე - 5 მუხლის მე - 2 პუნქტი გავრცელდეს 2009 წლის 5 ნოემბრამდე საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღებ პირებზე , ხოლო 2009 წლის 5 ნოემბრიდან 2012 წლის 1 სექტემბრამდე საყოფაცხოვრებო სუბსიდია დაენიშნებათ:
ა ) ამ წესის მე‑4 მუხლით განსაზღვრულ იმ პირებს , რომლებიც საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნის მომენტისათვის კომპეტენტურ ორგანოში აღრიცხულნი იქნებიან სახელმწიფო პენსიის , სახელმწიფო კომპენსაციის ან სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიმღებ პირებად;
ბ ) ამ წესის მე‑4 მუხლით განსაზღვრულ იმ სამხედრო მოსამსახურეებს , რომლებიც ავადმყოფობის გამო 2010 წლის 1 აპრილამდე თადარიგში დათხოვნილ იქნენ სამსახურიდან , რაც დასტურდება თადარიგში დამთხოვნი დამსაქმებლის მიერ წერილობითი ფორმით . ამასთან , დამატებით წარდგენილი უნდა იქნეს ამ წესის მე‑5 მუხლის მე‑2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები.

7. 2012 წლის 1 სექტემბრიდან საყოფაცხოვრებო სუბსიდია დაენიშნებათ ამ წესის მე - 4 მუხლით განსაზღვრულ იმ პირებს , რომლებიც საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნის მომენტისათვის კომპეტენტურ ორგანოში აღრიცხულნი იქნებიან სახელმწიფო პენსიის მიმღებ პირებად.

8. ამ წესის მე-4 მუხლის „ა“-„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისათვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნის თაობაზე განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების სააგენტოში 2014 წლის 1 იანვრიდან არა უგვიანეს 2014 წლის 1 ივნისამდე წარდგენის შემთხვევაში, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ანაზღაურება განხორციელდება 2014 წლის 1 იანვრიდან, მაგრამ არა უადრეს უფლების წარმოშობის მომდევნო თვისა.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 იანვრის დადგენილება №12-სსმ III, №8, 21.01.2008წ; მუხ.87
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 აპრილის დადგენილება №91-სსმ III, №55, 11.04.2008წ; მუხ.638
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №117-სსმ III, №78, 26.06.2009წ; მუხ.846
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 4 ნოემბრის დადგენილება №201-სსმ III, №136, 04.11.2009წ; მუხ.1549
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №276 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის დადგენილება №308 – ვებგვერდი, 24.04.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19 თებერვლის დადგენილება №105 – ვებგვერდი, 21.02.2019წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/8122-sotsialuri-sheghavatebis-monetizatsiis-shesakheb/7.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
