---
title: "მუხლი 24. იძულება — ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/24"
law: "ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ"
article: "24"
identifier: "12"
adopted: "2009-07-09"
consolidated_as_of: "2026-06-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. იძულება — ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2026-06-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/24

თუ მიმწოდებელი ამ წესებით გათვალისწინებული პირობებისა და პროცედურების დარღვევით (მომხმარებლის წინასწარ შეტყობინებისა და მისთვის გონივრული ვადის განსაზღვრის გარეშე) შეცვლის მომსახურების პირობას (მათ შორის, მოხმარებული ბუნებრივი გაზის ფასს), მომხმარებელს უფლება აქვს, შეცვლილი პირობების (გარემოების) გამოაშკარავებიდან 2 თვის განმავლობაში უარი განაცხადოს ამ პირობების მიღებაზე, გააფორმოს ახალი ხელშეკრულება სხვა მიმწოდებელთან და წერილობით აცნობოს მიმწოდებელს სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. ასეთ შემთხვევაში არანაკლებ 2-თვიან პერიოდზე, მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობა (მათ შორის, საბოლოო ანგარიშსწორება) უნდა განხორციელდეს შეცვლილ გარემოებამდე არსებული, ურთიერთშეთანხმებული ფასითა და პირობებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/25.md
