---
title: "მუხლი 25. პირგასამტეხლო — ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/25"
law: "ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ"
article: "25"
identifier: "12"
adopted: "2009-07-09"
consolidated_as_of: "2026-06-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. პირგასამტეხლო — ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ, მუხლი 25 (consolidated as of 2026-06-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/25

1. დადგენილ ვადაში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების მიზნით მიმწოდებელსა და მომხმარებელს შეუძლიათ დამატებით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე. ამასთან, ბათილია შეთანხმება, რომელიც მხარეებს აკისრებს აშკარად არათანაბარ და ურთიერთშეუსაბამო ვალდებულებებს.

2. პირგასამტეხლოზე დამატებითი შეთანხმება ხელშეკრულების მხარეებს უნდა აკისრებდეს ორმხრივ ვალდებულებას.

3. მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის პირგასამტეხლოზე შეთანხმებისას პირგასამტეხლოს დაკისრება შესაძლებელია განხორციელდეს დარღვევის (გადაცდომის) შესახებ ხელშეკრულების მეორე მხარისთვის შეტყობინებიდან (მიმწოდებელი ვალდებულია აღნიშნული შეტყობინება მომხმარებელს მიაწოდოს წერილობითი ფორმით).

4. მხარეებს შორის დავალიანების გადახდაზე შეთანხმებით წყდება პირგასამტეხლოს დაკისრება, თუ ხელშეკრულებით მხარეები სხვა პირობას არ გაითვალისწინებენ.

5. ბუნებრივი გაზის მიმწოდებელს უფლება არა აქვს გააფორმოს პირგასამტეხლოზე შეთანხმება საყოფაცხოვრებო მომხმარებელთან.
თავი IV
ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობაზე კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/26.md
