---
title: "მუხლი 26. ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების დაუბრკოლებლად დაშვება — ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/26"
law: "ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ"
article: "26"
identifier: "12"
adopted: "2009-07-09"
consolidated_as_of: "2026-06-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26. ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების დაუბრკოლებლად დაშვება — ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ, მუხლი 26 (consolidated as of 2026-06-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/26

1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობაზე კონკურენტული გარემო. შესაბამისად, იგი პასუხისმგებელია სხვადასხვა მიმწოდებლებისათვის საცალო მომხმარებლებზე ბუნებრივი გაზის მიწოდებისათვის მიმზიდველი გარემოს შექმნასა და უზრუნველყოფაზე.

2. დაუშვებელია ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების არათანაბარ პირობებში ჩაყენება.

3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს მის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში მიმწოდებლების დაუბრკოლებლად დაშვება და შესაბამის მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესრულება ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის პირობების შესაბამისად.

4. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა მონოპოლიურად მაღალი ან დაბალი ფასების დაწესებით, კონკურენციის შეზღუდვა ბაზრის გაყოფის, ბაზარზე გავლენის შენარჩუნების, ეკონომიკური საქმიანობის, სხვა სუბიექტის ბაზრიდან გაძევების ან/და ერთიანი საბაზრო ფასის დადგენის ან შენარჩუნების გზით და სხვა არამართლზომიერი და კანონსაწინაარმდეგო ქმედებები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/27.md
