---
title: "მუხლი 35. ინფორმაციის გამოცხადება და მიმწოდებლის ვალდებულებები — ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/35"
law: "ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ"
article: "35"
identifier: "12"
adopted: "2009-07-09"
consolidated_as_of: "2026-06-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35. ინფორმაციის გამოცხადება და მიმწოდებლის ვალდებულებები — ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ, მუხლი 35 (consolidated as of 2026-06-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/35

1. მიმწოდებელი ვალდებულია იქონიოს ოფიციალური ვებგვერდი და მოახდინოს მისი განახლება ამ წესებში მოცემული პირობების შესაბამისად.

2. მიმწოდებელი ვალდებულია ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსოს (გამოაცხადოს):
ა) საცალო მომხმარებლისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის მოცულობების, ასევე მისი ფასისა და თავისუფალი მოცულობების შესახებ ინფორმაცია (კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების თარიღისა და ნომრის მითითებით);
ბ) ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპური ხელშეკრულებები მომსახურების სხვადასხვა პირობებისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების ფასის მითითებით (მათ შორის, ამ წესების დანართი №1-ით დამტკიცებული ,,ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება“ და შეთავაზებული ბუნებრივი გაზის ფასის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების თარიღისა და ნომრის მითითებით).

3. საცალო მომხმარებელზე მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:
ა) საცალო მომხმარებელზე მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის მოცულობებს;
ბ) მოხმარებული ბუნებრივი გაზის შეთავაზებულ ფასს მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით (ერთ კუბურ მეტრზე/ლარში).
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/36.md
