---
title: "მუხლი 36. ინფორმაციის საინფორმაციო საშუალებებში, მათ შორის კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნება — ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/36"
law: "ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ"
article: "36"
identifier: "12"
adopted: "2009-07-09"
consolidated_as_of: "2026-06-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 36. ინფორმაციის საინფორმაციო საშუალებებში, მათ შორის კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნება — ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ, მუხლი 36 (consolidated as of 2026-06-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/36

1. მიმწოდებლები ვალდებულნი არიან, კომისიის მიერ შემუშავებული ფორმის მიხედვით, საცალო მომხმარებელზე მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის შესახებ ინფორმაცია განათავსონ კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე. ასევე საინფორმაციო საშუალებებში, წესებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი წლის სექტემბერში განაახლოს ბუნებრივი გაზის ფასზე შეთავაზება, მიუხედავად იმისა, ცვლის თუ არა კომისიის ვებგვერდზე განთავსებული შეთავაზების პირობას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის შესრულების მიზნით, კომისია უზრუნველყოფს, მის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმწოდებლების მიერ საცალო მომხმარებელზე მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის შესახებ ინფორმაციის რეალურ დროში გამოქვეყნებას.

4. კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია საცალო მომხმარებელზე მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის შესახებ წარმოადგენს მიმწოდებლის შეთავაზებას (ოფერტს) საცალო მომხმარებელთათვის ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების დანართი №1-ით დამტკიცებული ფორმით დადებაზე.

5. თუ მიმწოდებლის მცდელობის მიუხედავად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, ტექნიკური ან სხვა სახის შეფერხების გამო, რეალურ დროში არ ქვეყნდება კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე, მიმწოდებელი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს კომისიას. ხოლო, თუ აღნიშნული ხარვეზი არ აღმოიფხვრება კომისიის მიერ შეტყობინების მიღებიდან ერთ სამუშაო დღეში, მიმწოდებელი უფლებამოსილია ინფორმაცია ბუნებრივი გაზის ფასის შესახებ გამოაცხადოს საჯაროდ, იგივე პროცედურების დაცვით, როგორც ამას ითვალისწინებს ეს წესები ტიპური ხელშეკრულების საჯაროდ გამოცხადებაზე (შეთავაზებაზე), ამ ინფორმაციის მიმწოდებლის ოფიციალურ ვებგვერდზე და მომსახურების ცენტრებში განთავსებასთან დაკავშირებით. აღნიშნული არ ათავისუფლებს მიმწოდებელს, ხარვეზის აღმოფხვრისთანავე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსების ვალდებულებისაგან.

6. კომისია უფლებამოსილია ამ მუხლში მოცემული ინფორმაცია, ასევე გამოაქვეყნოს შესაბამის ბეჭდვით საინფორმაციო საშუალებით, რომელსაც შეარჩევს ინფორმაციის გავრცელებისა და ამ მომსახურების მინიმალური ღირებულების პრინციპის შესაბამისად.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომიისის 2011 წლის 14 ივლისის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 21.07.2011 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/35.md
Next article: https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/37.md
