---
title: "მუხლი 39. გარდამავალი დებულებები — ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/39"
law: "ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ"
article: "39"
identifier: "12"
adopted: "2009-07-09"
consolidated_as_of: "2026-06-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 39. გარდამავალი დებულებები — ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ, მუხლი 39 (consolidated as of 2026-06-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/39

1. ამ წესების მიზნებისათვის, იმ ინდივიდუალური ბუნებრივი გაზის მრიცხველების გეგმური შემოწმების პერიოდი, რომლებიც დამონტაჟებულია ამ წესების ამოქმედებამდე, განისაზღვრება შესაბამისი ბუნებრივი გაზის მრიცხველის საპასპორტო მონაცემებით – ჩანაწერების მიხედვით.

2. თუ საცალო მომხმარებელი ფლობს გაზმარეგულირებელ ნაგებობას და აღრიცხვის კვანძი მოწყობილია გამომავალ მხარეს, აღრიცხვის კვანძის შემავალი მხარის მოწყობამდე ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს გაზმარეგულირებელი ნაგებობის გამომავალ მხარეს მოწყობილი აღრიცხვის კვანძის საშუალებით 2010 წლის 1 აპრილამდე. ასეთ შემთხვევაში, აღრიცხული ბუნებრივი გაზის რაოდენობას უნდა დაემატოს საცალო მომხმარებლის გაზმარეგულირებელი ნაგებობის დანაკარგები (საპროექტო დანაკარგები). ამასთან, განაწილების ლიცენზიატები ვალდებული არიან 2010 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყონ აღრიცხვის კვანძის გაზმარეგულირებელი ნაგებობის შემავალ მხარეს გადატანა ბუნებრივი გაზის ქსელის იმ მონაკვეთებზე, სადაც გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული საცალო მომხმარებლის მფლობელობაში იმყოფება გაზმარეგულირებელი ნაგებობა.

3. მიმწოდებლები ვალდებული არიან ამ წესების ამოქმედებიდან 3 თვეში დააკმაყოფილონ ამ წესების 33-ე და 35-ე მუხლების მოთხოვნები, იქონიონ ოფიციალური ვებგვერდი და უზრუნველყონ შესაბამისი ინფორმაციის განთავსება და განახლება ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად.

4. განაწილების ლიცენზიატები ვალდებული არიან, იმ საცალო მომხმარებლებს, რომელთა მრიცხველსაც გააჩნია მაკორექტირებელი ან ინდივიდუალურად დამონტაჟებული მრიცხველის კორექტორი, ამ წესების ამოქმედებიდან არა უგვიანეს 3 თვისა, წერილობით აცნობონ მრიცხველის კორექტორის ტიპი, ქარხნული ნომერი და მასში პროგრამულად შეყვანილი პარამეტრები.

5. ამ წესების III თავით განსაზღვრული წესი და პროცედურები არ ვრცელდება იმ პირობებსა და მოთხოვნებზე, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებულ (განსაზღვრულ) იქნა კომისიის მიერ.

6. წესების 7 1 მუხლი და დანართი №4-ის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის 1 ნოემბრიდან.

6¹. ამ წესების 16 1 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება იმ შენობა-ნაგებობაზე, რომლის ექსპლუატაციაში მიღება განხორციელდა 2025 წლამდე ან/და შესაბამისი საეტაპო ოქმით ან საექსპერტო დასკვნით დასტურდება, რომ შენობა-ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა დასრულებულია 2025 წლამდე.

7. წესების 38 ​1 მუხლით განსაზღვრული პირობები, მისი ძალაში შესვლიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, ვრცელდება ასევე იმ დასახლებებზე, რომელთა გაზიფიცირება განხორციელდა საქართველოს მთავრობის განკარგულებით დამტკიცებული საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ხელშეწყობის პროგრამის („გაზიფიცირების პროგრამა“) ფარგლებში ან განაწილების ლიცენზიატის მიერ არაგაზიფიცირებული დასახლებ(ებ)ის გაზიფიცირების საფუძველზე და რომელთა მიმართაც 2025 წლის 1 იანვრის შემდეგ მიღებულია კომისიის გადაწყვეტილება შესაბამის დასახლებაზე ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატის სალიცენზიო არეალის გავრცელების შესახებ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 04.10.2021 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 15.10.2024 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2026 წლის 4 ივნისის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 09.06.2026 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/38-1.md
