---
title: "მუხლი 12. საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების წესი — ,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/88696-mewarmeta-da-arasamewarmeo-arakomertsiul-iuridiul-pirta-registratsiis-/12"
law: ",,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "12"
identifier: "matsne 88696"
adopted: "2009-12-31"
consolidated_as_of: "2021-12-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების წესი — ,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2021-12-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 12 (consolidated as of 2021-12-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/88696-mewarmeta-da-arasamewarmeo-arakomertsiul-iuridiul-pirta-registratsiis-/12

1. საიდენტიფიკაციო ნომერი არის უნიკალური კოდი, რომელიც ენიჭება სუბიექტს რეგისტრაციასთან ერთად.

2. საიდენტიფიკაციო ნომერს წარმოადგენს:
ა) ყველა სარეგისტრაციო სუბიექტისათვის, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული ცხრანიშნა ნომერი;
ბ) ინდივიდუალური მეწარმისთვის – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული პირადი საიდენტიფიკაციო ნომერი.

3. საიდენტიფიკაციო ნომერი უცვლელია და იგი უქმდება სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმებასთან ერთად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/88696-mewarmeta-da-arasamewarmeo-arakomertsiul-iuridiul-pirta-registratsiis-/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/88696-mewarmeta-da-arasamewarmeo-arakomertsiul-iuridiul-pirta-registratsiis-/13.md
