---
title: "მუხლი 13. მომსახურების საფასურის გადახდის წესი — ,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/88696-mewarmeta-da-arasamewarmeo-arakomertsiul-iuridiul-pirta-registratsiis-/13"
law: ",,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "13"
identifier: "matsne 88696"
adopted: "2009-12-31"
consolidated_as_of: "2021-12-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. მომსახურების საფასურის გადახდის წესი — ,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2021-12-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 13 (consolidated as of 2021-12-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/88696-mewarmeta-da-arasamewarmeo-arakomertsiul-iuridiul-pirta-registratsiis-/13

1. ერთეული სუბიექტის რეგისტრაციისას, ასევე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციისას გადაიხდევნება ერთი მომსახურების საფასური, იმის მიუხედავად, თუ რამდენი რეგისტრირებული მონაცემის ცვლილებაა მოთხოვილი. ამ პუნქტის მიზნებისათვის ცვლილებად მიიჩნევა ნებისმიერი სახის ჩანაწერის ცვლილება რეგისტრირებულ მონაცემებში.

2. პირის მიერ სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული რამდენიმე მომსახურების ერთდროულად მოთხოვნისას, მომსახურების საფასური შესაძლებელია გადახდილ იქნეს ერთიანად.

3. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური შესაძლებელია გადახდილ იქნეს ნებისმიერი პირის მიერ, მიუხედავად იმისა, წარმოადგენს თუ არა ეს პირი ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ დაინტერესებულ პირს.

4. თუ სასამართლოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ სააგენტოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დავალებული აქვს სააგენტოს კომპეტენციას დაქვემდებარებული მომსახურების გაწევა, მომსახურება წარმოებს საფასურის გადახდის გარეშე.
თავი IV
რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/88696-mewarmeta-da-arasamewarmeo-arakomertsiul-iuridiul-pirta-registratsiis-/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/88696-mewarmeta-da-arasamewarmeo-arakomertsiul-iuridiul-pirta-registratsiis-/14.md
