---
title: "მუხლი 14. რეგისტრაციასთან დაკავშირებული სააგენტოს გადაწყვეტილება — ,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/88696-mewarmeta-da-arasamewarmeo-arakomertsiul-iuridiul-pirta-registratsiis-/14"
law: ",,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "14"
identifier: "matsne 88696"
adopted: "2009-12-31"
consolidated_as_of: "2021-12-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. რეგისტრაციასთან დაკავშირებული სააგენტოს გადაწყვეტილება — ,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2021-12-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 14 (consolidated as of 2021-12-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/88696-mewarmeta-da-arasamewarmeo-arakomertsiul-iuridiul-pirta-registratsiis-/14

1. სააგენტო ვალდებულია რეგისტრაციის საკითხზე სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის, ხარვეზის დადგენის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო საამისო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება ან განუხილველი დატოვოს განცხადება.

2. სააგენტოს გადაწყვეტილება გამოიცემა ელექტრონული ფორმით და შეიცავს შემდეგ მონაცემებს:
ა) გადაწყვეტილების სახეს;
ბ) სათაურს;
გ) გამომცემი ორგანოს დასახელებას და მისამართს;
დ) გამოცემის დროს და განცხადების რეგისტრაციის ნომერს;
ე) დასაბუთებას და სამართლებრივ საფუძვლებს;
ვ) იმ ორგანოს დასახელებას და მისამართს, სადაც შეიძლება გადაწყვეტილების გასაჩივრება და საჩივრის წარდგენის ვადას.

3. სუბიექტი წარმოშობილად, რეგისტრაცია გაუქმებულად, ხოლო რეგისტრირებული მონაცემები შეცვლილად ითვლება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტიდან. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებისთანავე.

4. გადაწყვეტილებაში მონაცემების შეტანა შეიძლება მექანიკური ან/და მართვის ავტომატური საშუალებებით.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გამოცემულ იქნეს მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით.

6. რეგისტრაციასთან დაკავშირებული სააგენტოს გადაწყვეტილება საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/88696-mewarmeta-da-arasamewarmeo-arakomertsiul-iuridiul-pirta-registratsiis-/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/88696-mewarmeta-da-arasamewarmeo-arakomertsiul-iuridiul-pirta-registratsiis-/15.md
