---
title: "მუხლი 16. უარი რეგისტრაციაზე — ,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/88696-mewarmeta-da-arasamewarmeo-arakomertsiul-iuridiul-pirta-registratsiis-/16"
law: ",,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "16"
identifier: "matsne 88696"
adopted: "2009-12-31"
consolidated_as_of: "2021-12-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. უარი რეგისტრაციაზე — ,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2021-12-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 16 (consolidated as of 2021-12-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/88696-mewarmeta-da-arasamewarmeo-arakomertsiul-iuridiul-pirta-registratsiis-/16

1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ:
ა) მოთხოვნილია სუბიექტის ან რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების იმგვარი რეგისტრაცია, რომელიც არ ექვემდებარება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციას;
ბ) წარმოდგენილია უფლებამოსილი პირის/ორგანოს კანონიერ ძალაში შესული სამართლებრივი აქტი, რომელიც ითვალისწინებს სააგენტოს მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმას;
დ) სარეგისტრაციო წარმოებისას დადგენილი ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი შესაბამის ვადაში;
ე) სარეგისტრაციო მოთხოვნა მოთხოვნილი უკვე რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია;
ვ) არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

2. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში განმცხადებელს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, უბრუნდება სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, გარდა მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/88696-mewarmeta-da-arasamewarmeo-arakomertsiul-iuridiul-pirta-registratsiis-/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/88696-mewarmeta-da-arasamewarmeo-arakomertsiul-iuridiul-pirta-registratsiis-/17.md
