---
title: "მუხლი 20¹. სპეციალური მოსარჩელის სტატუსის რეგისტრაციის ზოგადი წესი — ,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/88696-mewarmeta-da-arasamewarmeo-arakomertsiul-iuridiul-pirta-registratsiis-/20-1"
law: ",,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "20^1"
identifier: "matsne 88696"
adopted: "2009-12-31"
consolidated_as_of: "2021-12-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20¹. სპეციალური მოსარჩელის სტატუსის რეგისტრაციის ზოგადი წესი — ,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2021-12-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 20¹ (consolidated as of 2021-12-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/88696-mewarmeta-da-arasamewarmeo-arakomertsiul-iuridiul-pirta-registratsiis-/20-1

1. სპეციალური მოსარჩელის სტატუსით რეგისტრირდება ის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (შემდგომ – ორგანიზაცია), რომელსაც  აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული სამართალწარმოების სფეროში საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

2. სპეციალური მოსარჩელის სტატუსის რეგისტრაციის ვადაა 3 წელი. ამ ვადის გასვლის შემდეგ ასეთი რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილება ძალადაკარგულია, თუ დაინტერესებული პირი რეგისტრაციის ვადის გასვლამდე 2 კვირით ადრე არ წარადგენს რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ მოთხოვნას, რომელსაც უნდა ერთოდეს გასული 3 წლის განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული სამართალწარმოების სფეროში საქმიანობის დამადასტურებელი, ამ ინსტრუქციის 20
2
მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაცია.

3. სპეციალური მოსარჩელის  სტატუსი უქმდება:
ა) ორგანიზაციის მოთხოვნით;
ბ) ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმებისას;
გ) სტატუსის რეგისტრაციის ვადის გასვლით.

4. სპეციალური მოსარჩელის სტატუსის რეგისტრაცია, რეგისტრაციის ვადის გაგრძელება ან/და რეგისტრაციის გაუქმება არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №668 - ვებგვერდი, 31.12.2020 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/88696-mewarmeta-da-arasamewarmeo-arakomertsiul-iuridiul-pirta-registratsiis-/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/88696-mewarmeta-da-arasamewarmeo-arakomertsiul-iuridiul-pirta-registratsiis-/20-2.md
