---
title: "მუხლი 21. გარდამავალი დებულებანი — ,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/88696-mewarmeta-da-arasamewarmeo-arakomertsiul-iuridiul-pirta-registratsiis-/21"
law: ",,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "21"
identifier: "matsne 88696"
adopted: "2009-12-31"
consolidated_as_of: "2021-12-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. გარდამავალი დებულებანი — ,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2021-12-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 21 (consolidated as of 2021-12-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/88696-mewarmeta-da-arasamewarmeo-arakomertsiul-iuridiul-pirta-registratsiis-/21

1. სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, მიანიჭოს საიდენტიფიკაციო ნომერი იმ რეგისტრირებულ სუბიექტს, რომელსაც საგადასახადო რეგისტრაცია არ გაუვლია 2010 წლის 1 იანვრამდე მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესით და შესაბამისად არ აქვს მინიჭებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი.

2. ის ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებმაც რეგისტრაცისას არ წარმოადგინეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და რეგისტრირებულ მონაცემებში დაცული არაა მათი საიდენტიფიკაციო პირადი თერთმეტნიშნა ნომერი, ვალდებულნი არიან 2010 წლის 1 ივნისამდე მიმართონ სააგენტოს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით. ამ ვადის გაშვების შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად ცხადდება ძალადაკარგულად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/88696-mewarmeta-da-arasamewarmeo-arakomertsiul-iuridiul-pirta-registratsiis-/20-2.md
