---
title: "მუხლი 4. სააგენტოს ზოგადი უფლებამოსილება — ,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/88696-mewarmeta-da-arasamewarmeo-arakomertsiul-iuridiul-pirta-registratsiis-/4"
law: ",,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "4"
identifier: "matsne 88696"
adopted: "2009-12-31"
consolidated_as_of: "2021-12-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. სააგენტოს ზოგადი უფლებამოსილება — ,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2021-12-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 4 (consolidated as of 2021-12-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/88696-mewarmeta-da-arasamewarmeo-arakomertsiul-iuridiul-pirta-registratsiis-/4

1. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტო საამისოდ უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფისა და შესაბამისი ავტორიზებული პირების მეშვეობით.

2. განცხადება რეგისტრაციისა და ინფორმაციის გაცემის მიზნით წარედგინება სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, ხოლო გადაწყვეტილება მიიღება სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის სააგენტოს თავმჯდომარისაგან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ.

3. სააგენტოს მიერ ავტორიზებული პირების საგნობრივი და ტერიტორიული კომპეტენცია განისაზღვრება შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით.

4. ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების უფლებრივ კომპეტენციასთან დაკავშირებული სხვა საკითხები რეგულირდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/88696-mewarmeta-da-arasamewarmeo-arakomertsiul-iuridiul-pirta-registratsiis-/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/88696-mewarmeta-da-arasamewarmeo-arakomertsiul-iuridiul-pirta-registratsiis-/5.md
