---
title: "მუხლი 10. არბიტრთა რაოდენობა — არბიტრაჟის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/89284-arbitrazhis-shesakheb/10"
law: "არბიტრაჟის შესახებ"
article: "10"
identifier: "1280"
adopted: "2009-06-19"
consolidated_as_of: "2019-09-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. არბიტრთა რაოდენობა — არბიტრაჟის შესახებ

> Text consolidated as of 2019-09-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არბიტრაჟის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2019-09-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/89284-arbitrazhis-shesakheb/10

1. არბიტრაჟი შედგება ერთი ან რამდენიმე არბიტრისაგან.

2. არბიტრთა რაოდენობას და მათი დანიშვნის წესს განსაზღვრავენ მხარეები. მხარეები ნიშნავენ თანაბარი რაოდენობის არბიტრებს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით არბიტრთა რაოდენობა ლუწი რიცხვით განისაზღვრება, მაშინ უკვე დანიშნული არბიტრები ვალდებული არიან, დანიშვნიდან 10 დღის ვადაში დანიშნონ კიდევ ერთი არბიტრი, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. თუ არბიტრთა რაოდენობა არ იქნება განსაზღვრული მხარეთა შეთანხმებით, მაშინ არბიტრაჟი უნდა შეიქმნას სამი არბიტრის შემადგენლობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/89284-arbitrazhis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/89284-arbitrazhis-shesakheb/11.md
