---
title: "მუხლი 33. მხარეთა გამოუცხადებლობა — არბიტრაჟის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/89284-arbitrazhis-shesakheb/33"
law: "არბიტრაჟის შესახებ"
article: "33"
identifier: "1280"
adopted: "2009-06-19"
consolidated_as_of: "2019-09-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. მხარეთა გამოუცხადებლობა — არბიტრაჟის შესახებ

> Text consolidated as of 2019-09-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არბიტრაჟის შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2019-09-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/89284-arbitrazhis-shesakheb/33

თუ ერთ-ერთი მხარე არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება საქმის განხილვაზე ან არ წარმოადგენს თავის პოზიციასა და მტკიცებულებებს, არბიტრაჟს შეუძლია განაგრძოს საქმის განხილვა და გამოიტანოს გადაწყვეტილება მის ხელთ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/89284-arbitrazhis-shesakheb/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/89284-arbitrazhis-shesakheb/34.md
