---
title: "მუხლი 44. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება — არბიტრაჟის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/89284-arbitrazhis-shesakheb/44"
law: "არბიტრაჟის შესახებ"
article: "44"
identifier: "1280"
adopted: "2009-06-19"
consolidated_as_of: "2019-09-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 44. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება — არბიტრაჟის შესახებ

> Text consolidated as of 2019-09-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არბიტრაჟის შესახებ, მუხლი 44 (consolidated as of 2019-09-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/89284-arbitrazhis-shesakheb/44

1. იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოში გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის მიზნებისათვის უფლებამოსილ სასამართლოდ ითვლება სააპელაციო სასამართლოები, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით – საქართველოს უზენაესი სასამართლო.

2. მხარემ, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, უნდა წარმოადგინოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სათანადოდ დამოწმებული დედანი (საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი გადაწყვეტილებებისთვის) ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი, აგრეთვე ამ კანონის მე-8 მუხლში მითითებული საარბიტრაჟო შეთანხმების დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ან შეთანხმება არ არის შესრულებული ქართულ ენაზე, მხარემ უნდა წარმოადგინოს ასევე ქართულ ენაზე ამ საბუთების სათანადოდ დამოწმებული თარგმანი.

3. (ამოღებულია - 18.03.2015, №3218).

4. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება ხორციელდება სასამართლოს განჩინების საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს 2015 წლის 18 მარტის კანონი №3218 – ვებგვერდი, 26.03.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/89284-arbitrazhis-shesakheb/43.md
Next article: https://legal.ge/ka/law/89284-arbitrazhis-shesakheb/45.md
