---
title: "მუხლი 10. ურთიერთობა ადვოკატსა და სხვა ადვოკატს შორის — ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/9000000001-advokatta-propesiuli-etikis-kodeksi/10"
law: "ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი"
article: "10"
identifier: "matsne 9000000001"
adopted: "2006-04-15"
consolidated_as_of: "2012-12-08"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 10. ურთიერთობა ადვოკატსა და სხვა ადვოკატს შორის — ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი

> Text consolidated as of 2012-12-08. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი, მუხლი 10 (consolidated as of 2012-12-08), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/9000000001-advokatta-propesiuli-etikis-kodeksi/10

1. ადვოკატი ვალდებულია პატივი სცეს თავის კოლეგას.

2. პროფესიის კორპორატიული არსი მოითხოვს ადვოკატთა შორის ნდობასა და თანამშრომლობაზე დამყარებულ ურთიერთობას მათი კლიენტების სასარგებლოდ სასამართლო პროცესების და სხვა კლიენტისთვის საზიანო ქმედებების თავიდან აცილების მიზნით. თუმცა დაუშვებელია კლიენტის ინტერესებზე წინ პროფესიის ინტერესების დაყენება.

3. ადვოკატმა სხვა ადვოკატისაგან ან ნებისმიერი სხვა პირისაგან არ უნდა მოითხოვოს ან მიიღოს გადასახადი, საკომისიო ან ნებისმიერი სხვა სახის კომპენსაცია კლიენტისათვის სხვა ადვოკატის რეკომენდირების ან რჩევისათვის.

4. ადვოკატი არ უნდა დაუკავშირდეს მოწინააღმდეგე მხარეს საქმესთან დაკავშირებით ამ მხარის ადვოკატის გვერდის ავლით, თუ მისთვის ცნობილია, რომ ეს მხარე წარმოდგენილია ადვოკატით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარის ადვოკატი დათანხმდება ასეთ კომუნიკაციაზე ან ობიექტურად შეუძლებელია ადვოკატთან დაკავშირება. (08.12.2012)

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/9000000001-advokatta-propesiuli-etikis-kodeksi/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/9000000001-advokatta-propesiuli-etikis-kodeksi/11.md
