---
title: "მუხლი 11. კოდექსის მოქმედების ფარგლები — ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/9000000001-advokatta-propesiuli-etikis-kodeksi/11"
law: "ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი"
article: "11"
identifier: "matsne 9000000001"
adopted: "2006-04-15"
consolidated_as_of: "2012-12-08"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 11. კოდექსის მოქმედების ფარგლები — ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი

> Text consolidated as of 2012-12-08. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი, მუხლი 11 (consolidated as of 2012-12-08), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/9000000001-advokatta-propesiuli-etikis-kodeksi/11

1. ეთიკის კოდექსის მოქმედება ვრცელდება ადვოკატებზე. ადვოკატი პასუხისმგებელია იმ პირთა ეთიკურ ქცევაზე ვინც მოქმედებს ადვოკატის დავალებით ან მისი სახელით ახორციელებს ქმედებას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ადვოკატმა მიიღო ყველა გონივრული ზომა იმისთვის, რომ ამ პირების ქცევა შესაბამისობაში ყოფილიყო ეთიკის კოდექსის მოთხოვნებთან. (08.12.2012) 2. ეთიკის კოდექსი და მასში ცვლილებები ძალაში შედის საერთო კრების მიერ დამტკიცებისთანავე და არ გააჩნია უკუქცევითი ძალა.(08.12.2012.) 3. (ამოღებულია 08.12.2012).

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/9000000001-advokatta-propesiuli-etikis-kodeksi/10.md
