---
title: "მუხლი 6. ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობის პრინციპი — ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/9000000001-advokatta-propesiuli-etikis-kodeksi/6"
law: "ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი"
article: "6"
identifier: "matsne 9000000001"
adopted: "2006-04-15"
consolidated_as_of: "2012-12-08"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 6. ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობის პრინციპი — ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი

> Text consolidated as of 2012-12-08. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი, მუხლი 6 (consolidated as of 2012-12-08), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/9000000001-advokatta-propesiuli-etikis-kodeksi/6

1. ადვოკატს უფლება არა აქვს პროფესიული რჩევა მისცეს ან წარმოადგინოს ორი ან მეტი კლიენტი ერთი და იგივე ან ერთმანეთთან დაკავშირებულ საქმეზე, თუკი აღნიშნული კლიენტების ინტერესებს შორის არსებობს ინტერესთა კონფლიქტი ან მისი წარმოქმნის მნიშვნელოვანი საფრთხე. (08.12.2012) 2. ინტერესთა კონფლიქტი არსებობს იმ შემთხვევებშიც, როდესაც: ა) ადვოკატის ვალდებულებები ორი ან მეტი კლიენტის წარმომადგენლობისას ერთი და იგივე ან ერთმანეთთან დაკავშირებულ საქმეში ურთიერთსაწინააღმდეგოა ან არსებობს ასეთი წინააღმდეგობის წარმოშობის მნიშვნელოვანი საფრთხე. ბ) კლიენტის ინტერესების შესაბამისად მოქმედების ვალდებულება ეწინააღმდეგება, ან არსებობს ასეთი წინააღმდეგობის წარმოშობის მნიშვნელოვანი საფრთხე ამ ადვოკატის ან მასთან დაკავშირებული პირის ინტერესებთან. (08.12.2012) 3. ერთ საადვოკატო ბიუროში (ოფისში, კანტორაში, იურიდიულ ფირმაში და ა.შ.) მომუშავე ადვოკატებს უფლება არა აქვთ მისცენ პროფესიული რჩევა ან წარმოადგინონ რამდენიმე პირი (კლიენტი) ერთი და იგივე ან ერთმანეთთან დაკავშირებულ საქმეზე, თუკი აღნიშნულ კლიენტებს შორის არსებობს ინტერესთა კონფლიქტი ან მისი წარმოქმნის მნიშვნელოვანი საფრთხე. (08.12.2012) 4. ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობა ვრცელდება იმ შემთხვევებზეც, როდესაც ინტერესთა კონფლიქტი ან მისი წარმოქმნის საფრთხე წარმოიშობა საქმის წარმოების პროცესში. (08.12.2012) 6. ადვოკატი ვალდებულია შეწყვიტოს ყველა კლიენტის საქმის წარმოება, რომელთა ინტერესებსაც იგი წარმოადგენდა, თუკი კლიენტებს შორის წარმოიქმნა ინტერესთა კონფლიქტი მოცემულ ან დაკავშირებულ საქმეზე და არსებობს ადვოკატის მიმართ ნდობის დარღვევის და/ან კონფიდენციალობის ხელყოფის საფრთხე. (08.12.2012)

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/9000000001-advokatta-propesiuli-etikis-kodeksi/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/9000000001-advokatta-propesiuli-etikis-kodeksi/7.md
