---
title: "მუხლი 9. ადვოკატის ურთიერთობა სასამართლოსთან — ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/9000000001-advokatta-propesiuli-etikis-kodeksi/9"
law: "ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი"
article: "9"
identifier: "matsne 9000000001"
adopted: "2006-04-15"
consolidated_as_of: "2012-12-08"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 9. ადვოკატის ურთიერთობა სასამართლოსთან — ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი

> Text consolidated as of 2012-12-08. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი, მუხლი 9 (consolidated as of 2012-12-08), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/9000000001-advokatta-propesiuli-etikis-kodeksi/9

1. ადვოკატი, რომელიც მონაწილეობს საქმეში საქართველოს ან უცხო ქვეყნის სასამართლოს ან ტრიბუნალის წინაშე, ვალდებულია დაიცვას და პატივი სცეს ამ სასამართლოში თუ ტრიბუნალში მოქმედ ქცევის წესებს.

2. ადვოკატი არ უნდა დაუკავშირდეს ან შეხვდეს მოსამართლეს კონკრეტულ საქმეზე, მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატთან შეთანხმების გარეშე, გარდა საპროცესო კანონმდებლობით ნებადართული შემთხვევებისა.

3. ადვოკატმა არ უნდა მიაწოდოს სასამარლოს წინასწარი შეცნობით ყალბი მტკიცებულება.

4. ადვოკატისა და სასამართლოს ურთიერთობის მარეგულირებელი წესები ასევე ვრცელდება ადვოკატის ურთიერთობაზე პროცესის მონაწილეებთან, აგრეთვე არბიტრაჟთან და ნებისმიერ სხვა პირთან, რომელიც ახორციელებს მართლმსაჯულებას ან სასამართლოს მსგავს ფუნქციას. (08.12.2012)

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/9000000001-advokatta-propesiuli-etikis-kodeksi/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/9000000001-advokatta-propesiuli-etikis-kodeksi/10.md
