---
title: "მუხლი 11. დისციპლინურ წარმოებაში მონაწილეობის დაუშვებლობა — ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება"
url: "https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/11"
law: "ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება"
article: "11"
identifier: "matsne 9000000002"
adopted: "2010-12-11"
consolidated_as_of: "2018-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 11. დისციპლინურ წარმოებაში მონაწილეობის დაუშვებლობა — ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება

> Text consolidated as of 2018-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება, მუხლი 11 (consolidated as of 2018-12-23), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/11

1. დისციპლინურ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს ეთიკის კომისიის ის წევრი, რომელიც: ა) თვითონ არის მხარე დისციპლინურ წარმოებაში; ბ) დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე მხარის ან მისი წარმომადგენლის ახლო ნათესავია (ახლო ნათესავად ამ დებულების მიზნებისთვის ითვლება კანონისმიერი მემკვიდრე); გ) იყო საპროცესო კოლეგიის წევრი, რომელმაც განიხილა დისციპლინური საქმე; დ) სახელშეკრულებო ან პირად ურთიერთობაშია საქმეში მონაწილე მხარესთან ან მის წარმომადგენელთან; ე) არსებობს სხვა გარემოებები, რომელიც სავარაუდოდ ხელს შეუშლის საქმის მიუკერძოებლად და სამართლიანად განხილვას.

2. ეთიკის კომისიის წევრი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება ამ მუხლის 1-ლ ნაწილში აღნიშნული რომელიმე გარემოების არსებობისას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/12.md
