---
title: "მუხლი 15. მხარეთა შეტყობინება — ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება"
url: "https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/15"
law: "ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება"
article: "15"
identifier: "matsne 9000000002"
adopted: "2010-12-11"
consolidated_as_of: "2018-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 15. მხარეთა შეტყობინება — ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება

> Text consolidated as of 2018-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება, მუხლი 15 (consolidated as of 2018-12-23), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/15

1. მხარეს შეტყობინების გზით ეცნობება დისციპლინური კოლეგიის სხდომის დრო და ადგილი. შეტყობინების გზით უნდა მოხდეს აგრეთვე მოწმეების, ექსპერტებისა და თარჯიმნების დაბარება. თუ მხარემ დანიშნა წარმომადგენელი, მაშინ შეტყობინება მხარის ნაცვლად გაეგზავნება მის წარმომადგენელს.

2. მხარეები და დისციპლინური წარმოების მონაწილე სხვა პირები შეიძლება დაბარებულ იქნან ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით (23.12.2018).

3. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს შეტყობინება უნდა ჩაბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ ეთიკის კომისიაში დროულად გამოცხადებისა და საქმისთვის მომზადების ვადა.

4. შეტყობინება ადვოკატს ბარდება განმცხადებლის მიერ მითითებულ მისამართზე. თუ ამ მისამართზე ადვოკატთან დაკავშირება შეუძლებელია, შეტყობინება იგზავნება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფიციალურ მონაცემებში არსებულ ადვოკატის მისამართზე. ამ შემთხვევაში შეტყობინება ითვლება ჩაბარებულად, თუნდაც ადვოკატი აღარ იმყოფებოდეს ამ მისამართზე ან მან უარი განაცხადოს შეტყობინების ჩაბარებაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/16.md
