---
title: "მუხლი 19. ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების შინაარსი — ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება"
url: "https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/19"
law: "ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება"
article: "19"
identifier: "matsne 9000000002"
adopted: "2010-12-11"
consolidated_as_of: "2018-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 19. ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების შინაარსი — ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება

> Text consolidated as of 2018-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება, მუხლი 19 (consolidated as of 2018-12-23), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/19

1. ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება შედგება შესავალი, აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან.

2. გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში აღინიშნება მისი გამოტანის დრო და ადგილი, გადაწყვეტილების გამომტანი ორგანოს დასახელება და დისციპლინური კოლეგიის შემადგენლობა, საჩივრის კომისიაში შემოსვლის თარიღი და რეგისტრაციის ნომერი, მხარეები, წარმომადგენლები, ადვოკატის მიერ ეთიკის კოდექსის სავარაუდო დარღვევა.

3. გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მოკლედ უნდა მიეთითოს საჩივრის ავტორის მოთხოვნა და ადვოკატის პოზიცია საჩივართან დაკავშირებით.

4. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა მიეთითოს ეთიკის კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მტკიცებულებები, რომელსაც ემყარება ეთიკის კომისიის დასკვნები, ის სამართლებრივი ნორმები, რომლითაც იხელმძღვანელა ეთიკის კომისიამ.

5. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს ეთიკის კომისიის დასკვნას საჩივრის დაკმაყოფილების ან უარის თქმის თაობაზე, საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ადვოკატისთვის დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეს, ასევე მითითებას გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასა და წესზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/20.md
