---
title: "მუხლი 2. დისციპლინური სახდელის დაკისრება — ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება"
url: "https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/2"
law: "ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება"
article: "2"
identifier: "matsne 9000000002"
adopted: "2010-12-11"
consolidated_as_of: "2018-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 2. დისციპლინური სახდელის დაკისრება — ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება

> Text consolidated as of 2018-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება, მუხლი 2 (consolidated as of 2018-12-23), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/2

1. ადვოკატს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრება “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონით და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსით დადგენილ შემთხვევებში და წესით.

2. დისციპლინური წარმოება შეიძლება აღიძრას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრის მიმართ ან იმ პირის მიმართ, რომელსაც შეჩერებული აქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა იმ პერიოდში განხორციელებული ქმედებისთვის, როდესაც ადვოკატი იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი წევრი. ამ შემთხვევაში დისციპლინური სახდელის დაკისრების აღსრულება შეიძლება გადაიდოს იმ ვადით, რა ვადითაც ადვოკატის წევრობა შეჩერებულია.

3. ადვოკატის მიმართ არ აღიძრება დისციპლინური საქმის წარმოება, თუ სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თარიღიდან ეთიკის კომისიისთვის მიმართვის დღემდე გასულია კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა.

4. დისციპლინური გადაცდომისთვის ადვოკატს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ერთი სახის დისციპლინური სახდელი ცალკე ან დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებათან ერთად.

5. ადვოკატისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იქნას დისციპლინური გადაცდომის სიმძიმე და მიყენებული ზიანი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/3.md
