---
title: "მუხლი 23. დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენა — ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება"
url: "https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/23"
law: "ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება"
article: "23"
identifier: "matsne 9000000002"
adopted: "2010-12-11"
consolidated_as_of: "2018-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 23. დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენა — ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება

> Text consolidated as of 2018-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება, მუხლი 23 (consolidated as of 2018-12-23), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/23

1. დისციპლინური სახდელის გაქარწყლებამდე, ადვოკატის მიერ დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენა, როგორც წესი, გამოიწვევს უფრო მძიმე დისციპლინური სახდელის დაკისრებას, ვიდრე ადვოკატისათვის წინა დისციპლინური გადაცდომის გამო დაკისრებული დისციპლინური სახდელი იყო.

2. დისციპლინური სახდელის გაქარწყლების შემდეგ, ადვოკატის მიერ განმეორებით ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებისას მხედველობაში არ მიიღება გაქარწყლებული დისციპლინური სახდელი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/24.md
