---
title: "მუხლი 28. მხარეთა ახსნა-განმარტებები — ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება"
url: "https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/28"
law: "ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება"
article: "28"
identifier: "matsne 9000000002"
adopted: "2010-12-11"
consolidated_as_of: "2018-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 28. მხარეთა ახსნა-განმარტებები — ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება

> Text consolidated as of 2018-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება, მუხლი 28 (consolidated as of 2018-12-23), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/28

1. საპროცესო კოლეგის შეუძლია შეხვდეს მხარეებს ცალ-ცალკე და მოსთხოვოს მათ წერილობითი ახსნა-განმარტებების გაკეთება მათთვის ცნობილი და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების თაობაზე და ამასთან დაკავშირებით დაუსვას მხარეებს შეკითხვები.

2. მხარეთა მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება მტკიცებულების სახით დაერთვის საქმეს.

3. საპროცესო კოლეგიის გადაწყვეტილებით, ახსნა-განმარტების მიღება შესაძლებელია დისტანციური საშუალებების გამოყენებით (ტელეფონი, ვიდეო ან სხვა ტექნიკური საშუალებები), თუ შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება.

4. საპროცესო კოლეგიის სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობა ან გამოცხადებული მხარის უარი, მისცეს ახსნა-განმარტება, ვერ დააბრკოლებს დისციპლინური საქმის განხილვას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/29.md
