---
title: "მუხლი 30. დისციპლინური დევნის დაწყება ან დაწყებაზე უარის თქმა — ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება"
url: "https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/30"
law: "ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება"
article: "30"
identifier: "matsne 9000000002"
adopted: "2010-12-11"
consolidated_as_of: "2018-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 30. დისციპლინური დევნის დაწყება ან დაწყებაზე უარის თქმა — ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება

> Text consolidated as of 2018-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება, მუხლი 30 (consolidated as of 2018-12-23), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/30

1. საპროცესო კოლეგიის მიერ ადვოკატის მიმართ დაიწყება დისციპლინური დევნა, თუ საქმეში წარმოდგენილი გარემოებების დადგენის შემთხვევაში, სავარაუდოა ადვოკატის მიერ ,,ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-5-მე-9 მუხლებით ან ,,ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის” ნორმებით განსაზღვრული ადვოკატის პროფესიული ვალდებულებების დარღვევა (23.12.2018).

2. საპროცესო კოლეგიის მიერ ადვოკატის მიმართ არ დაიწყება დისციპლინური დევნა, თუ საქმეში არსებული გარემოებების დადასტურების შემთხვევაშიც, ადვოკატის ქმედება არ ჩაითვლება დისციპლინურ გადაცდომად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/31.md
