---
title: "მუხლი 34. განხილვის კოლეგიის სხდომის გადადება — ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება"
url: "https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/34"
law: "ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება"
article: "34"
identifier: "matsne 9000000002"
adopted: "2010-12-11"
consolidated_as_of: "2018-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 34. განხილვის კოლეგიის სხდომის გადადება — ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება

> Text consolidated as of 2018-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება, მუხლი 34 (consolidated as of 2018-12-23), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/34

1. ეთიკის კომისიის სხდომაზე ადვოკატის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში დისციპლინური საქმის განხილვა გადაიდება არანაკლებ 10 და არაუმეტეს 30 დღის ვადით. საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში ადვოკატი ვალდებულია მიუთითოს საქმის განხილვის მისთვის მისაღები 3 თარიღი, საქმის განხილვისთვის დაწესებული ვადის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში თუ ადვოკატი სხდომის გადადებიდან არაუგვიანეს 5 დღისა არ წარმოადგენს მისთვის მისაღებ თარიღებს, ეთიკის კომისია საკუთარი გადაწყვეტილებით ჩანიშნავს სხდომას (23.12.2018).

2. ადვოკატის არასაპატიო მიზეზით ხელმეორედ გამოუცხადებლობა განხილვის კოლეგიის სხდომაზე არ აბრკოლებს საქმის განხილვას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/33.md
Next article: https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/35.md
