---
title: "მუხლი 39. ეთიკის კომისიის უფლებამოსილება — ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება"
url: "https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/39"
law: "ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება"
article: "39"
identifier: "matsne 9000000002"
adopted: "2010-12-11"
consolidated_as_of: "2018-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 39. ეთიკის კომისიის უფლებამოსილება — ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება

> Text consolidated as of 2018-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება, მუხლი 39 (consolidated as of 2018-12-23), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/39

1. ეთიკის კომისია კანონით დადგენილ შემთხვევებში იხილავს დისციპლინურ საქმეს ამ დებულების III და V თავით დისციპლინური კოლეგიებისათვის დადგენილი წესით, ამ თავში მითითებულ თავისებურებათა გათვალისწინებით.

2. ეთიკის კომისიის მიერ საქმის განხილვისას სხდომის თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებს ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ან, მისი არყოფნისას, ეთიკის კომისიის მიერ საამისოდ უფლებამოსილი წევრი (23.12.2018).

3. ეთიკის კომისიამ დისციპლინური საქმე უნდა განიხილოს არანაკლებ 10 წევრის მონაწილეობით, ხოლო გადაწყვეტილება მიიღება არანაკლებ 8 წევრის მიერ. მოცემულ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტით დადგენილი საპროცესო კოლეგიის წევრებზე მონაწილეობის შეზღუდვა (23.12.2018).

4. ეთიკის კომისია იღებს გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაშიც, თუ ის ჩათვლის, რომ ადვოკატის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება ან დისციპლინური სახდელი გაფრთხილების სახით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/38.md
Next article: https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/40.md
