---
title: "მუხლი 41. რეკომენდაციის არსი — ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება"
url: "https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/41"
law: "ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება"
article: "41"
identifier: "matsne 9000000002"
adopted: "2010-12-11"
consolidated_as_of: "2018-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 41. რეკომენდაციის არსი — ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება

> Text consolidated as of 2018-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება, მუხლი 41 (consolidated as of 2018-12-23), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/41

1. რეკომენდაცია არის ეთიკის კომისიის მოსაზრება ადვოკატთა პროფესიული ეთიკის საკითხებზე. რეკომენდაცია წარმოდგენილ ფაქტებზე დაყრდნობით განმარტავს ეთიკის კოდექსის ნორმებს და შეიცავს მოსაზრებას, შეკითხვაში გადმოცემული შესაძლო ქმედება არის თუ არა პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევა.

2. რეკომენდაცია არ არის ეთიკის კომისიისათვის სავალდებულო. რეკომენდაციაში დაფიქსირებული მოსაზრებით კომისია არ იზღუდება დისციპლინური სამართალწარმოების დროს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას.

3. რეკომენდაცია შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ერთ-ერთ წყაროდ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/40.md
Next article: https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/42.md
