---
title: "მუხლი 45. შეკითხვის განხილვის წესი — ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება"
url: "https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/45"
law: "ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება"
article: "45"
identifier: "matsne 9000000002"
adopted: "2010-12-11"
consolidated_as_of: "2018-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 45. შეკითხვის განხილვის წესი — ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება

> Text consolidated as of 2018-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება, მუხლი 45 (consolidated as of 2018-12-23), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/45

1. შეკითხვა რეგისტრირდება ამ დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.

2. წერილობით შეკითხვას, მისი შინაარსის და ამ მუხლის წესების გათვალისწინებით, ეთიკის კომისიის თავმჯდომარე გადასცემს კომისიის აპარატის იურისტს, მორიგე საპროცესო კოლეგიას ან ეთიკის კომისიის სრულ შემადგენლობას (23.12.2018).

3. წერილობით შეკითხვაზე, რომელიც ეხება ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის ნორმების განმარტებას და დადგენილია ეთიკის კომისიის ერთგვაროვანი პრაქტიკით, რეკომენდაციას მოამზადებს კომისიის აპარატის იურისტი (23.12.2018).

4. შეკითხვაზე, რომელიც ეხება ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის ნორმების განმარტებას და არ არის დადგენილი ეთიკის კომისიის ერთგვაროვანი პრაქტიკით, რეკომენდაციას მოამზადებს დისციპლინური კოლეგია, რომელიც მორიგეობს საპროცესო კოლეგიის სახით.

5. შეკითხვაზე, რომელიც ეხება ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექის ნორმების განმარტებას, არ არის დადგენილი ეთიკის კომისიის პრაქტიკით და საკითხის სირთულით ხასიათდება, რეკომენდაციას მოამზადებს ეთიკის კომისია არანაკლებ რვა წევრის მონაწილეობით.

6. რეკომენდაციის კოლეგიურად მომზადებისას ეთიკის კომისია საბოლოო მოსაზრებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით.

7. რეგისტრირებული შეკითხვის განხილვისას, თუ აღმოჩნდება, რომ ანალოგიურ საკითხზე არსებობს რეკომენდაცია, კომისიას შეუძლია არ გასცეს რეკომენდაცია და მიუთითოს არსებულზე.

8. რეკომენდაცია ეგზავნება ადვოკატს.

9. ეთიკის კომისია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია უარი თქვას რეგისტრირებული შეკითხვის განხილვაზე, თუ მოთხოვნილი რეკომენდაცია ეხება კომისიის დისციპლინურ სამართალწარმოებაში არსებულ საქმეს.

10. შეკითხვის განხილვაზე უარი ეცნობება ადვოკატს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/44.md
Next article: https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/46.md
