---
title: "მუხლი 48. ზეპირი რეკომენდაცია და მისი გაცემის წესი — ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება"
url: "https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/48"
law: "ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება"
article: "48"
identifier: "matsne 9000000002"
adopted: "2010-12-11"
consolidated_as_of: "2018-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 48. ზეპირი რეკომენდაცია და მისი გაცემის წესი — ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება

> Text consolidated as of 2018-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება, მუხლი 48 (consolidated as of 2018-12-23), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/48

1. ზეპირი რეკომენდაცია არის ეთიკის კოდექსის ნორმეზე, რომელზედაც არსებობს ერთგვაროვანი პრაქტიკა, ასევე დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურულ საკითხებზე, “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის, ამ დებულების ნორმების განმარტება.

2. ზეპირი რეკომენდაცია გაიცემა კომისიის აპარატის იურისტის მიერ სატელეფონო “ცხელი ხაზის” მეშვეობით (23.12.2018).

3. ზეპირი რეკომენდაცია გაიცემა ადვოკატზე, რომლის იდენტიფიცირება შესაძლებელია ადვოკატთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების საფუძველზე.

4. კომისიის აპარატის იურისტი ერთიან რეესტრში ამოწმებს ადვოკატის სახელს, გვარს, პირად N-ს, სიით N-ს, სპეციალიზაციას და მხოლოდ ამის შემდეგ გასცემს პასუხს ადვოკატს (23.12.2018).

5. ადვოკატსა და კომისიის აპარატის იურისტს შორის საუბარი, რაც ეცნობება ადვოკატს საუბრის დაწყებისთანავე, იწერება ტექნიკური საშუალების გამოყენებით და ინახება კომისიის არქივში (23.12.2018).

6. კომისიის აპარატის იურისტი უფლებამოსილია ადვოკატის შეკითხვა ჩაიწეროს და რეკომენდაცია გასცეს შეკითხვის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს 05 სამუშაო დღისა (23.12.2018).

7. კომისიის აპარატის იურისტი არ უპასუხებს შეკითხვებს, რომელიც გამოქვეყნებულია ხშირად დასმული კითხვების სახით (23.12.2018).

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/47.md
Next article: https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/50.md
