---
title: "მუხლი 5. დისციპლინური საქმის წარმოების ეტაპები — ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება"
url: "https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/5"
law: "ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება"
article: "5"
identifier: "matsne 9000000002"
adopted: "2010-12-11"
consolidated_as_of: "2018-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 5. დისციპლინური საქმის წარმოების ეტაპები — ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება

> Text consolidated as of 2018-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება, მუხლი 5 (consolidated as of 2018-12-23), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/5

1. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიაში დისციპლინური საქმის წარმოება მიმდინარეობს არაუმეტეს ორ ეტაპად: საპროცესო კოლეგიაში და განხილვის კოლეგიაში.

2. საპროცესო კოლეგია იღებს გადაწყვეტილებას დისციპლინური დევნის აღძვრის, ან დევნის აღძვრაზე უარის თქმის ან წარმოების შეწყვეტის თაობაზე (23.12.2018).

3. თითოეული დისციპლინური კოლეგია ახორციელებს საპროცესო კოლეგიის ფუნქციას 1 თვის განმავლობაში მიმდევრობით, დისციპლინური კოლეგიების ნუმერაციის შესაბამისად.

4. საპროცესო კოლეგიის მიერ ადვოკატის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრაზე უარის თქმის შემთხვევაში, დისციპლინური წარმოება სრულდება.

5. საპროცესო კოლეგიის მიერ ადვოკატის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების შემთხვევაში, ეთიკის კომისიის თავმჯდომარე დისციპლინურ საქმეს განსახილველად გადასცემს განხილვის კოლეგიას.

6. განხილვის კოლეგიებს დისციპლინური საქმეები გადაეცემათ განსახილველად მიმდევრობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკრეტულ საქმეზე განხილვის კოლეგია ასრულებდა საპროცესო კოლეგიის ფუნქციას ამ შემთხვევაში ეთიკის კომისიის თავმჯდომარე დისციპლინურ საქმეს გადასცემს განხილვის კოლეგიას, რომელიც მომდევნოა ნუმერაციაში.

7. განხილვის კოლეგია იღებს გადაწყვეტილებას დისციპლინური სახდელის დაკისრების, დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების გამოყენების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებაზე უარის თქმის თაობაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/6.md
