---
title: "მუხლი 6. დისციპლინური წარმოების დაწყება — ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება"
url: "https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/6"
law: "ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება"
article: "6"
identifier: "matsne 9000000002"
adopted: "2010-12-11"
consolidated_as_of: "2018-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 6. დისციპლინური წარმოების დაწყება — ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება

> Text consolidated as of 2018-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება, მუხლი 6 (consolidated as of 2018-12-23), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/6

1. დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველია: ა) პირის საჩივარი, რომელსაც მიაჩნია, რომ ადვოკატის ქმედებით დაირღვა მისი უფლებები და ინტერესები, გარდა ანონიმური საჩივრისა. ბ) ადვოკატის საჩივარი სხვა ადვოკატის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე. გ) პროცესის მწარმოებელი ორგანოს მიმართვა ადვოკატის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე. დ) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის წევრის, სარევიზიო კომისიის მიმართვა ადვოკატის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/7.md
