---
title: "მუხლი 7. საჩივარი — ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება"
url: "https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/7"
law: "ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება"
article: "7"
identifier: "matsne 9000000002"
adopted: "2010-12-11"
consolidated_as_of: "2018-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 7. საჩივარი — ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება

> Text consolidated as of 2018-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება, მუხლი 7 (consolidated as of 2018-12-23), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/7

1. საჩივარი უნდა იყოს წერილობითი ფორმით. საჩივრის ავტორს შეუძლია გამოიყენოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის მიერ დამტკიცებული საჩივრის ფორმა.

2. საჩივარი უნდა შეიცავდეს: ა) განმცხადებლის ვინაობას, მისამართს და საკონტაქტო ინფორმაციას. (ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა); ბ) განმცხადებლის წარმომადგენლის ვინაობას, მისამართს, საკონტაქტო ინფორმაციას (ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა), თუ განმცხადებელს ჰყავს წარმომადგენელი; გ) იმ ადვოკატის ვინაობას, რომლის წინააღმდეგაც არის საჩივარი წარმოდგენილი; დ) განმცხადებლის მოთხოვნას; ე) გარემოებებს, რომელსაც ეფუძნება მოთხოვნა; ვ) საჩივარზე დართული საბუთების ნუსხას, თუ ისინი თანდართულია, ასევე მოწმეთა ვინაობის შესახებ ინფორმაციას, თუ მათ შეუძლიათ საჩივარში მითითებული გარემოებების დადასტურება. ზ) განმცხადებლის ხელმოწერას.

3. განმცხადებელს შეუძლია მიუთითოს ადვოკატის მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა), თუ ეს მისთვის ცნობილია;

4. განმცხადებელმა უნდა წარუდგინოს ეთიკის კომისიას მის ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს საჩივარში მითითებულ გარემოებებს.

5. საჩივარს უნდა დაერთოს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი, კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული საბუთი, თუ საჩივარი ეთიკის კომისიაში შეაქვს წარმომადგენელს.

6. ეთიკის კომისიაში საჩივარი და თანდართული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნას 4 ეგზემპლარად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/8.md
