---
title: "მუხლი 9. საჩივრის განხილვაზე უარის თქმა — ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება"
url: "https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/9"
law: "ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება"
article: "9"
identifier: "matsne 9000000002"
adopted: "2010-12-11"
consolidated_as_of: "2018-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 9. საჩივრის განხილვაზე უარის თქმა — ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება

> Text consolidated as of 2018-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება, მუხლი 9 (consolidated as of 2018-12-23), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/9

1. ეთიკის კომისიის მიერ საჩივარზე წარმოება წყდება და საჩივარი არსებითად არ განიხილება, თუ: ა) საჩივარის განხილვა არ შედის ეთიკის კომისიის კომპეტენციაში; ბ) საჩივარი წარდგენილია ქმედუუნარო პირის მიერ; გ) საჩივარი წარდგენილია იმ პირის მიერ, ვისაც არა აქვს საჩივრის წარდგენის უფლება ამ დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად; დ) დაინტერესებული პირის სახელით საჩივარი შეიტანა პირმა, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე; ე) ეთიკის კომისიის წარმოებაშია დისციპლინური საქმე იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლით; ვ) არსებობს ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის იმავე საკითხზე; ზ) საჩივარი არ შეიცავს ამ დებულებით განსაზღვრულ სავალდებულო რეკვიზიტებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/10.md
