---
title: "მუხლი 12. ასოციაციის საერთო კრების კომპეტენცია — საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება"
url: "https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/12"
law: "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება"
article: "12"
identifier: "matsne 9000000003"
adopted: "2023-12-23"
consolidated_as_of: "2023-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 12. ასოციაციის საერთო კრების კომპეტენცია — საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება

> Text consolidated as of 2023-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება, მუხლი 12 (consolidated as of 2023-12-23), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/12

12.1. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის უმაღლესი ორგანოა საქართველოს 
ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება (შემდგომში - “საერთო კრება”).

12.2. საერთო კრება: 
ა) დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით ამტკიცებს ასოციაციის წესდებას 
(წესდების ახალ რედაქციას) და შეაქვს მასში ცვლილებები და დამატებები (14.11.2021); 
ბ) ფარული კენჭისყრით, დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით ირჩევს 
ასოციაციის თავმჯდომარეს (14.11.2021); 
გ) ფარული კენჭისყრით ირჩევს წინამდებარე წესდების 14.2. მუხლით დადგენილი 
წესით აღმასრულებელი საბჭოს, წინამდებარე წესდების 21-ე მუხლით დადგენილი 
წესით ეთიკის კომისიის და წინამდებარე წესდების 25.4 მუხლით დადგენილი წესით 
სარევიზიო კომისიის წევრებს; 
დ) ფარული კენჭისყრით დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით 
ათავისუფლებს ასოციაციის თავმჯდომარეს, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის 
კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრებს (14.11.2021); 
ე) დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით ამტკიცებს ადვოკატთა 
პროფესიული ეთიკის კოდექსს და “ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა 
და დისციპლინური წარმოების შესახებ” დებულებას (14.11.2021); 
ვ) ისმენს აღმასრულებელი საბჭოს, ასოციაციის ეთიკისა და სარევიზიო კომისიების 
თავმჯდომარეთა ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; 
ზ) დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით აწესებს ფიქსირებულ საწევრო 
გადასახადის ოდენობას (14.11.2021); 
თ) დამსწრეთა უმრავლესობით, აღმასრულებელი საბჭოს წარდგინებით, ამტკიცებს 
ასოციაციის სიმბოლიკას; 
ი) დამსწრეთა უმრავლესობით, აღმასრულებელი საბჭოს წარდგინებით, ამტკიცებს 
ადვოკატის მანტიის ფორმას; 
კ) დამსწრეთა უმრავლესობით აღმასრულებელი საბჭოს წარდგინებით, ადგენს 
ადვოკატის წახალისების ფორმებს და წესს; 
ლ) ღია კენჭისყრით, დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით, ირჩევს ხმის დამთვლელ 
კომისიას, 15 წევრის შემადგენლობით. ხმის დამთვლელი კომისიის წევრებად 
არჩეულად ითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ სხვა კანდიდატებზე 
მეტ ხმას. კანდიდატების მიერ ხმების თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში, 

თუ მათი რაოდენობა აღემატება ასარჩევ წევრთა რაოდენობას, არჩეულად ჩაითვლება 
ასოციაციაში უფრო ადრე გაწევრიანებული კანდიდატი (14.11.2021).

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/13.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
