---
title: "მუხლი 13¹. ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის — საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება"
url: "https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/13-1"
law: "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება"
article: "13^1"
identifier: "matsne 9000000003"
adopted: "2023-12-23"
consolidated_as_of: "2023-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 13¹. ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის — საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება

> Text consolidated as of 2023-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება, მუხლი 13¹ (consolidated as of 2023-12-23), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/13-1

და სარევიზიო კომისიის წევრთა ნომინირების და არჩევის წესი  
131.1. საერთო კრების თარიღის გამოქვეყნებიდან შვიდი დღის ვადაში ასოციაციის 
თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ან სარევიზიო კომისიის 
წევრობის მსურველი კანდიდატი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე წარუდგინოს 
განაცხადება ასოციაციის აპარატს. განცხადება უნდა შეიცავდეს კანდიდატის  სახელს 
და გვარს, ასოციაციის წევრის სიით ნომერს, ინფორმაციას საადვოკატო ბიუროში 
საქმიანობის, პროფესიული გამოცდილების, ადვოკატად მუშაობის სტაჟის და 
ფაქტობრივ მისამართს, საკონტაქტო ტელეფონს (24.10.2015).

131.2. კანდიდატი უფლებამოსილია წარადგინოს თავისი კანდიდატურა მხოლოდ ერთ 
არჩევით ორგანოში.

131.3. ადვოკატთა ასოციაცია უზრუნველყოფს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი 
ინფორმაციის 
სავალდებულო 
მოთხოვნებთან 
შესაბამისობის 
გადამოწმებას 
განცხადების მიღებიდან სამი დღის ვადაში. თუ კანდიდატის მიერ წარმოდგენილი 
ინფორმაცია აკმაყოფილებს კანონმდებლობისა და ამ წესდების მოთხოვნებს, 
ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო უზრუნველყოფს მსურველის რეგისტრაციას 
კანდიდატად და შეაქვს საარჩევნო ბიულეტენში.

13¹.4. წინამდებარე მუხლის 1-ელ პუნქტში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ 
კანდიდატების ნომინირება დაუშვებელია. (14.11.2021) 
131.5. პირს უფლება აქვს მოხსნას საკუთარი კანდიდატურა კენჭისყრის დაწყებამდე. ამ 
შემთხვევაში, საარჩევნო ბიულეტენში აღნიშნული კანდიდატის გასწვრივ კეთდება 

აღნიშვნა _ “კანდიდატურა მოხსნილია”, და ასეთი კანდიდატის მიერ მიღებული 
ხმები არ დაითვლება.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/14.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
