---
title: "მუხლი 13. ასოციაციის საერთო კრების მოწვევა — საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება"
url: "https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/13"
law: "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება"
article: "13"
identifier: "matsne 9000000003"
adopted: "2023-12-23"
consolidated_as_of: "2023-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 13. ასოციაციის საერთო კრების მოწვევა — საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება

> Text consolidated as of 2023-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება, მუხლი 13 (consolidated as of 2023-12-23), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/13

13.1. 
საერთო 
კრება 
იმართება 
წელიწადში 
სულ 
მცირე 
ერთხელ 
და 
იგი 
უფლებამოსილია თუ მას ესწრება ასოციაციის არანაკლებ 800 წევრი. ქვორუმის 
არარსებობის შემთხვევაში, 2 კვირის ვადაში, მოიწვევა განმეორებითი საერთო კრება, 
რომელიც უფლებამოსილია მიუხედავად დამსწრე წევრთა რაოდენობისა.

13.2. საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით წარმოდგენილ წევრთა 
უბრალო უმრავლესობით, თუ “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონით და ამ 
წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

13.3. საერთო კრების მოწვევისა და კრების თავმჯდომარეობის უფლებამოსილება 
გააჩნია ასოციაციის თავმჯდომარეს ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების 
შეუძლებლობის შემთხვევაში, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ არჩეულ 
პირს საბჭოს შემადგენლობიდან.

13.4. რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის მოთხოვნისა და დღის წესრიგში 
ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება გააჩნიათ ასოციაციის აღმასრულებელ 
საბჭოს, სარევიზიო კომისიას, ეთიკის კომისიას ან ასოციაციის წევრების არანაკლებ 10 
(ათი) პროცენტს.

13.5. 
ასოციაციის 
თავმჯდომარე 
უზრუნველყოფს 
წესდების 
13.4. 
პუნქტით 
განსაზღვრული პირების მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე კრების მოწვევას და 
შემოთავაზებული საკითხების შეტანას დღის წესრიგში. ასოციაციის თავმჯდომარის 
მიერ 
ამ 
პუნქტით 
გათვალისწინებული 
ვალდებულების 
შეუსრულებლობის 
შემთხვევაში წესდების 13.4. მუხლში აღნიშნულ პირებს აქვთ უფლება თვითონ 
მოწვიონ საერთო კრება.

13.6. ასოციაციის თავმჯდომარე, უზრუნველყოფს დღის წესრიგის შემუშავებას და 
ასოციაციის წევრებისთვის გასაცნობად წარდგენას.

13.7. ასოციაციის საერთო კრება, როგორც წესი, ტარდება შაბათ ან კვირა დღეს.

13.7¹. პანდემიის ან სხვა განსაკუთრებული ვითარების არსებობისას, საერთო კრების 
გამართვა და კრების მიერ გადაწყვეტილებების მიღება შეიძლება განხორციელდეს 
წევრთა დისტანციური დასწრებით (სპეციალური ვებ-პლატფორმის/ელექტრონული 
პორტალის  მეშვეობით), გარდა ამ წესდებით გათვალისწინებული ფარული 
კენჭისყრით მისაღები გადაწყვეტილებებისა. წევრთა დისტანციური დასწრებით 

საერთო კრების  გამართვის წესი და პროცედურები განისაზღვრება საერთო კრების 
რეგლამენტით (14.11.2021).

13.8. ასოციაციის კრება ტარდება კრების მოწვევის შესახებ განცხადების და დღის 
წესრიგის ბეჭდვით ორგანოში ან/და ასოციაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან 
არაუადრეს 14  და არაუგვიანეს 30 დღისა.

13.9. ამ წესდების 13.4 პუნქტში დასახელებულ პირებს შეუძლიათ მოითხოვონ 
ცვლილებების და დამატებების შეტანა დღის წესრიგში კრების მოწვევის შესახებ 
განცხადების და დღის წესრიგის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 7 დღისა. აღნიშნული 
წესით შესატანი ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს 3 დღის ვადაში.

13.10. ასოციაციის საერთო კრების მსვლელობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს 
კრების თავმჯდომარე.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/13-1.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
