---
title: "მუხლი 14. ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო — საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება"
url: "https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/14"
law: "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება"
article: "14"
identifier: "matsne 9000000003"
adopted: "2023-12-23"
consolidated_as_of: "2023-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 14. ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო — საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება

> Text consolidated as of 2023-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება, მუხლი 14 (consolidated as of 2023-12-23), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/14

14.1. ასოციაციის აღმასრულებელი  ორგანოა აღმასრულებელი საბჭო, რომელიც 
შედგება 12 წევრისაგან, რომელთაგან 11-ს 4 წლის ვადით, ფარული კენჭისყრით, 
ირჩევს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება, ადვოკატთა ასოციაციის სიითი 
შემადგენლობიდან. 
ასოციაციის 
თავმჯდომარე 
თანამდებობრივად 
შედის 
აღმასრულებელი საბჭოს შემადგენლობაში.

14.2. აღმასრულებელი საბჭოს წევრებად არჩეულად ითვლებიან ის კანდიდატები, 
რომელიც მიიღებენ სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას. კანდიდატების მიერ ხმათა 
თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში, თუ მათი რაოდენობა აღემატება 
ასარჩევ წევრთა რაოდენობას, ტარდება განმეორებითი კენჭისყრა. თუ კენჭისყრის 
შედეგად არ შეივსო ორგანოს წევრთა კანონით განსაზღვრული რაოდენობა, კენჭი 
განმეორებით ეყრება უკეთესი შედეგის მქონე იმდენ კანდიდატს, რამდენი წევრიცაა 
ასარჩევი.

14.3. ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა იმართება სულ მცირე თვეში 
ერთხელ.

14.4. 
აღმასრულებელი 
საბჭოს 
წევრისთვის 
საბჭოს 
სხდომაზე 
დასწრება 
სავალდებულოა.

14.5. აღმასრულებელი საბჭო უფლებამოსილია თუ მის სხდომას ესწრება საბჭოს 
წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე წევრთა უბრალო 
უმრავლესობით, თუ “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონით და ამ წესდებით 
სხვა 
რამ 
არ 
არის 
დადგენილი. 
ხმის 
გაყოფის 
შემთხვევაში 
გადამწყვეტია 
თავმჯდომარის ხმა.

14.6. აღმასრულებელი საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა: 
ა) ასოციაციის თავმჯდომარის მიერ; 
ბ) აღმასრულებელი საბჭოს არანაკლებ სამი წევრის მიერ.

14.7. საბჭოს სხდომის მოწვევას უზრუნველყოფს ასოციაციის თავმჯდომარე.

14.8. აღმასრულებელი საბჭოს წევრთა უფლებამოსილება გრძელდება ახალი წევრების 
არჩევამდე.

14.9. აღმასრულებელი საბჭოს წევრობა შეუთავსებელია საჯარო მოსამსახურედ 
ყოფნასთან და სხვა საჯარო ან პოლიტიკურ თანამდებობასთან.

14.10. ამოღებულია (24.10.2015).

14.11. ამოღებულია (24.10.2015).

14.12. სხდომის მოწვევისა და დღის წესრიგის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს 
აღმასრულებელი საბჭოს წევრებს.

14.13. საბჭოს სხდომაზე დგება ოქმი, რომლის შედგენასაც უზრუნველყოფს 
თავმჯდომარე. 
სხდომის 
ოქმს 
ხელს 
აწერს 
სხდომის 
თავმჯდომარე 
და 
პასუხისმგებელია მის სიზუსტეზე.

14.14. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს “აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილების” 
სახით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე.

14.15. საბჭოს გადაწყვეტილებები აღირიცხება ჟურნალში გადაწყვეტილების ნომრის, 
სხდომის ჩატარების ადგილის, თარიღის, გადაწყვეტილების მოკლე შინაარსის 
მითითებით და განთავსდება ასოციაციის ვებ-გვერდზე.

14.16. ასოციაციის თავმჯდომარე უზრუნველყოფს აღრიცხვის ჟურნალის წარმობას და 
ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ასოციაციის წევრთათვის.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/13-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/15.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
