---
title: "მუხლი 15. აღმასრულებელი საბჭოს უფლებამოსილება — საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება"
url: "https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/15"
law: "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება"
article: "15"
identifier: "matsne 9000000003"
adopted: "2023-12-23"
consolidated_as_of: "2023-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 15. აღმასრულებელი საბჭოს უფლებამოსილება — საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება

> Text consolidated as of 2023-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება, მუხლი 15 (consolidated as of 2023-12-23), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/15

15.1. ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო: 
ა) კოლეგიურად ახორციელებს ასოციაციის ხელმძღვანელობას; 
ბ) იღებს გადაწყვეტილებას პირის ასოციაციაში გაწევრიანების ან გაწევრიანებაზე 
უარის თქმის შესახებ; 
გ) იღებს გადაწყვეტილებას ასოციაციის წევრობის შეჩერების და შეწყვეტის შესახებ; 
დ) აღასრულებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების, ეთიკის 
კომისიისა და სარევიზიო კომისიის გადაწყვეტილებებს; 
ე) არსებული მონაცემების საფუძველზე, კანონმდებლობით და ამ წესდებით 
დადგენილი წესით ორგანიზებას უწევს ასოციაციის წევრთა საერთო სიის შედგენას, 
მასში ცვლილებების შეტანას და მის გამოქვეყნებას. უზრუნველყოფს ადვოკატთა 
საერთო სიის გამოქვეყნებას ასოციაციის ვებ-გვერდზე ან/და წელიწადში ორჯერ 
ადვოკატთა ასოციაციის ყოველკვარტალურ ჟურნალში; 

ვ) ორგანიზებას უწევს ადვოკატის მიერ ფიცის დადებას; 
ზ) ამტკიცებს საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობის, 
ადვოკატის სტაჟიორის მოწმობისა და ადვოკატის ორდერის ნიმუშებს (23.12.2018); 
თ) ორგანიზებას უწევს საადვოკატო ბიუროების რეესტრის წარმოებას; 
ი) ორგანიზებას უწევს ადვოკატთა და მათ სტაჟიორთა პირადი საქმეების წარმოებას; 
კ) 
კოორდინაციას 
უწევს 
ადვოკატთა 
საკვალიფიკაციო 
გამოცდის 
ჩატარებას 
საქართველოს მთელ 
ტერიტორიაზე, ამტკიცებს ადვოკატთა 
საკვალიფიკაციო 
გამოცდის ჩატარების წესს და საგამოცდო პროგრამას, განსაზღვრავს გამოცდის 
ჩატარების თარიღს (23.12.2018); 
ლ) ამტკიცებს საკვალიფიკაციო კომისიის დებულებას; 
მ) ამტკიცებს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის საქმიანობის წესს 
(დებულებას) (23.12.2018); 
ნ) ორგანიზებას უწევს ასოციაციის წევრთა სავალდებულო განგრძობად იურიდიულ 
განათლებას, განსაზღვრავს ადვოკატთა სავალდებულო განგრძობადი იურიდიული 
განათლების 
პროგრამას 
და 
მისი 
შესრულების 
წესს, 
ახდენს 
განგრძობადი 
იურიდიული განათლების კურსების სხვა პროვაიდერების აკრედიტაციას (23.12.2018); 
ნ1) ამტკიცებს პროფესიული ადაპტაციის პროგრამასა და მისი შესრულების წესს და 
ორგანიზებას უწევს მის განხორციელებას (23.12.2018); 
ო) საერთო კრებას დასამტკიცებლად წარუდგენს ასოციაციის წესდების პროექტს და 
წინადადებებს მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; 
პ) საერთო კრებას დასამტკიცებლად წარუდგენს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის 
კოდექსის პროექტს და წინადადებებს მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის 
თაობაზე; 
ჟ) საერთო კრებას დასამტკიცებლად წარუდგენს “ადვოკატთა დისციპლინური 
პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ” დებულების პროექტს 
და წინადადებებს მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; 
რ) საერთო კრებას დასამტკიცებლად წარუდგენს ადვოკატის ჩაცმულობის, მანტიის  
ფორმას და სხვა განმასხვავებელ ნიშნებს; 
ს) საერთო კრებას დასამტკიცებლად წარუდგენს ასოციაციის სიმბოლიკას; 
ტ) ადგენს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისა და სავალდებულო პროფესიული 
ადაპტაციის პროგრამის საფასურის ოდენობას, რომელიც გონივრულ შესაბამისობაში 

უნდა იყოს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებისა და სავალდებულო პროფესიული 
ადაპტაციის პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელ ხარჯებთან (23.12.2018); 
უ) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს ასოციაციის ბიუჯეტს და 
მომდევნო წლის ხარჯთაღრიცხვას; 
ფ) ამტკიცებს ასოციაციის 
ორგანიზაციულ 
სტრუქტურას, 
საშტატო განრიგს, 
სახელფასო ფონდს და ადგენს ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი მდივნის 
და სხვა დაქირავებულ პირთა ხელფასების, სამივლინებო და სხვა ადმინისტრაციული 
ხარჯების ოდენობას (23.12.2018); 
ქ) ამტკიცებს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს და თავის წევრთაგან 
განსაზღვრავს სტრუქტურული ქვედანაყოფების კურატორთა ვინაობას; 
ღ) ამყარებს საერთაშორისო კავშირებს და ამ ურთიერთობებში არის ასოციაციის 
წარმომადგენელი; 
ყ) ორმხრივი თხოვნის საფუძველზე არის ასოციაციის მოდავე წევრების ან წევრებისა 
და მათი კლიენტების მომრიგებელი (მედიატორი) (23.12.2018); 
შ) გამოსცემს ადვოკატთა საინფორმაციო ბიულეტენს ან სხვა პერიოდულ გამოცემას; 
ჩ) იღებს გადაწყვეტილებას უძრავი ქონების შეძენის, გასხვისების, უფლებრივად 
დატვირთვის, სესხის აღების, გაცემის და სხვა ნებისმიერი გარიგების დადების 
თაობაზე, რომლის ღირებულებაც აღემატება ასოციაციის წლიური ბიუჯეტის 10%-ს; 
ც) ორგანიზებას უწევს ადვოკატების წახალისების ღონისძიებებს წარმატებული 
საქმიანობის ან ასოციაციის განვითარებისთვის შეტანილი წვლილის გამო; 
ძ) ორგანიზებას უწევს სხვადასხვა ღონისძიების მოწყობას ასოციაციის წევრებისთვის; 
წ) ქმნის მუდმივმოქმედ კომიტეტებს და დროებით კომისიებს, ამტკიცებს მათი 
საქმიანობის წესს (დებულებას); 
ჭ) იღებს გადაწყვეტილებას ასოციაციის რეგიონული წარმომადგენლობების შექმნისა 
მისი საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე; 
ხ) ასოციაციის თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების 
შეუძლებლობის შემთხვევაში, თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარის 
მოვალეობის 
შემსრულებელს 
თავმჯდომარის 
უფლებამოსილებების 
დროებით 
განსახორციელებლად; 
ჯ) წელიწადში ერთხელ, საჯაროდ აქვეყნებს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ; 
ჰ) კანონის შესაბამისად ირჩევს იურიდიული დახმარების საბჭოს წევრებს (23.12.2018).

15.2. 
ასოციაციის 
აღმასრულებელი 
საბჭო 
ახორციელებს 
ყველა 
სხვა 
უფლებამოსილებებს, რომლებიც “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონით და 
ასოციაციის წესდებით არ განეკუთვნება ასოციაციის სხვა ორგანოების კომპეტენციას.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/15-1.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
